x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
ტყუპი ძმა,რომლებიც ერთმანეთთან ჩახუტებამ გადაარჩინა
image

ეს ამბავი ინგლისში მოხდა. როცა 30 წლის ფეხმძიმე ვიკი პლოურაიტმა პირველად გაიკეთა ულტრაბგერითი გამოკვლევა, მან შეიტყო, რომ ის ტყუპებზე იყო ორსულად, მაგრამ როცა უთხრეს, რომ ორივე ნაყოფი ერთ პლაცენტაში ვითარდებოდა, გააცნობიერა, რომ მის პატარებს საფრთხე ემუქრებოდათ. არსებობდა რეალური საფრთხე, რომ პატარები ჭიპლარში გახლართულიყვნენ და რომელიმე მათგანი დაღუპულიყო.

“მე შოკში ვიყავი. ექიმებმა ამიხსნეს, რომ ასეთი შემთხვევების 50% -ში პატარების უმეტესობა იღუპება. თითოეულ მათგანს თავისი ჭიპლარი ჰქონდა, რომელიც ადგილის სიმჭიდროვის გამო შესაძლოა ნებისმიერ წამს რომელიმე მათგანს შემოხვეოდა და ამას ნაყოფის სიკვდილი გამოეწვია."

მიუხედავად იმისა, რომ სხვა მხრივ პატარები ჯანმრთელნი იყვნენ, ექიმები მაინც შეშფოთებულნი იყვნენ.


“არ ვიცოდი რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი საათის წინ გავიგე, რომ ტყუპებს ველოდი და გახარებაც კი ვერ მოვასწარი, მაშინვე მითხრეს, რომ ისინი საფრთხეში იყვნენ. შეძრწუნებული ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ყოველ წუთს დამეკარგა ისინი"-იხსენებს ვიკი.

მაგრამ მოხდა საოცრება. მეთორმეტე კვირის ორსულობაზე ულტრაბგერითმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ტყუპები გადაადგილდნენ. ახლა ისინი მაგრად იყვნენ ერთმანეთს ჩახუტებულნი და ხელჩაკიდებულნი. ასეთ პოზაში გამორიცხული იყო ჭიპლარს მათთვის სასიკვდილო საფრთხე შეექმნა.

ამის შემდეგ ვიკის ყოველკვირა უხდებოდა ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება, რომ ექიმები ტყუპებს დაკვირვებოდნენ. ვიკიმ და მისმა მეუღლემ რამდენიმე თვე ღელვასა და ნერვიულობაში გაატარეს-“გამოკვლევაზე მოსვლა არ მიხაროდა. მეშინოდა არ ეთქვათ, რომ ჩემი ბიჭები ცოცხლები აღარ იყვნენ."

image

საბედნიეროდ ჩახუტების წყალობით ტყუპები გადარჩნენ, თუმცა ფეხმძიმობის 30-ე კვირაზე ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ ვიკის ემშობიარა, რადგან ერთერთმა ტყუპისცალმა ზრდა შეწყვიტა, მათ ადგილი აღარ ყოფნიდათ.

ბიჭები ჯანმრთელები დაიბადნენ. პირველად რეუბენი გაჩნდა-1, 42კგ. შემდეგ კი ტეო-1, 39კგ.

რეუბენი აქტიურია, ტეო კი “ფიქრობს", მაგრამ მათ ყოველთვის თვალი უჭირავთ ერთმანეთზე, თუ სადაა და რას აკეთებს მეორე.ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, სანამ ამ ქვეყანას შეიცნობდნენ, მათ ჯერ ერთმანეთი გაიცნეს, ერთად იზრდებოდნენ პატარა სივრცეში და ვიცი, რომ მათ მთელი დანარჩენი სიცოცხლე განსაკუთრებული დამოკიდებულება ექნებათ ერთმანეთისადმი."


0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0