x
image
beko777
მაია კახიძის მეოთხე წიგნის პრეზენტაცია
image

8 ნოემბერს, მაჩაბლის 13-ში, მწერალთა სახლში, პოეტის, მწერლის, ჟურნალისტის და მსახიობის მაია კახიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია და შეხვედრა ავტორთან გაიმართა.
ექსცენტრიული, სიცოცხლით სავსე ქალბატონი, რომელსაც მოზღვავებული ენერგია თავის ლექსებში და ნაწერებში გადააქვს, უკვე მეოთხე წიგნის ავტორია და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი ხნის მანძილზე მძიმე დაავადებას ებრძოდა, დღეს ენერგიით სავსე და მოტივირებული წერს, წერს და ამით ახარებს თავის სამეგობროსაც და თავის მკითხველსაც.

imageვის არ ნახავდით მაჩაბლის 13-ში ამ საღამოზე, კოლეგები, ახლობლები, მეგობრები... საღამო მაიას ახალი წიგნის რედაქტორმა პოეტმა, ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ მარინე თექთუმანიძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინა მაია კახიძე.

შემდეგ იყო ლექსების კითხვა, სიმღერა და რათქმაუნდა საჩუქრები, გაგიკვირდებათ და ენერგიულმა ქალბატონმა შუა სიმღერის დროს, დარბაზში, 1-ლი რიგიდან თავისი კოლეგა და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მოულოდნელად გაიწვია საცეკვაოდ :) რომელსაც თავის მხრივ თავი, პოეტის ახალ წიგნში ჰქონდა ჩარგული და ჩანახატებს კითხულობდა... - ენერგიული "დანს-დუეტიც" შედგა.


დიზაინერმა, მხატვარმა და კომპანია "მაქს შავითის" ხელმძღვანელმა ბ-ნმა მეირ შავითმა პოეტს ულამაზესი საჩუქარი გაუკეთა და მას საკუთარ სტუდიაში დამზადებული უძვირფასესი ნამუშევარი გადასცა.

წიგნის პრეზენტაცია და შეხვედრა ავტორთან ტრადიციულად წითელი ღვინის და ტორტის ფონზე დასრულდა.

imageimageimageimageimageimage


0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0