x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ემინემი

imageამერკიკულმა გაზეთმა გამოსცა სტატია ემინემზე და ასევე მიუთითა რომ
რეპერი თავს მაინცდა მაინც კარგად ვერ გრძნობს ის ჰოსპიტალში იყო მოთავსებული 2
დღით ამას იუწყება CNBC– ახლა კი ვრცლად ემინემის
ბიოგრაფია
მარშალ ბრიუს მაზერს III (დ. 17 ოქტომბერი, 1972, დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ) ცნობილია თავისი სასცენო სახელით — ემინემი —ამერიკელი რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 70 მილიონზე მეტი ალბომის წყალობით, ემინემი ადრეული 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად და ყველაზე წარმატებულ რეპ-შემსულებლად ითვლება. ემინემი რეპერმა და პროდიუსერმა დრ. დრემ აღმოაჩინა.


პირველი წლები :

მარშალ ბრიუს მაზერს III დაიბადა მისურის შტატში, დებორა მაზერს-ბრიგსისა და მარშალ ბრიუს მაზერს უმცროსის ოჯახში. მამამ ოჯახი ადრე მიატოვა. 12 წლის ასაკამდე მარშალი, დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში საცხოვრებლად გადადიოდა. საბოლოოდ ისინი დეტროიტში დასახლდნენ. აქ, მოზარდობის პერიოდში მარშალი დაინტერესდა ჰიპ ჰოპით და
სხვადასხვა საღამოზე გამოდიოდა ფსევდონიმით M&M. 1995 წელს იგი
შეუერთდა ჯგუფ Soul Intent-ს. ამავე
პერიოდში გამოიცა მისი პირველი სინგლი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ლინკოლნის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, უფრო მეტ დროს უთმობდა ფრისტაილის ტიპის შეჯიბრებს ოსბორნის სკოლის მოსწავლეებთან. მან მალე მიიპყრო ანდერგრაუნდული ჰიპ-ჰოპის მოყვარულთა ყურადღებაც. 17 წლის ასაკში იგი გააგდეს სკოლიდან.


1992 წელს
მაზერსი მიიღო კომპანიამ FBT Productions, რომელსაც ძმები ჯეფ და მარკ ბეისი ფლობდნენ. იქ, 1996 წელს მან
მოამზადა სადებიუტო დისკი Infinite,
რომელიც ჩაწერილი იქნა ძმების საკუთარ სტუდიაში. დისკი გამოვიდა ლეიბლზე Web Entertainment. დისკში განხილული იქნა მისი ახლადშობილი გოგონას, ჰეილი ჯეიდ სკოტის მნიშვნელობაც. ამავე პერიოდში ემინემს ჰქონდა პრობლემები მეუღლესთან, კიმთან.

2
206
4-ს მოსწონს
ავტორი:სფინქსი
სფინქსი
206
  
2012, 18 ივნისი, 16:32
ამას არაფერი მოუვიდეს თორე ნახევარი მსოფლიო თავს მოიკლავს :D:D:D
0 1 2