x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ბრიტანელმა ქალმა 1 ფუნტი დადო გუნდებზე,რომლის სახელებიც მოეწონა და ნახევარი მილიონი მოიგო
image

ბრიტანული პრესა განიხილავს დაუჯერებელი ამბავს, რომელიც კენტის საგრაფოში 59 წლის ქალბატონს შეემთხვა.


59 წლის კარლი ფოკლნერმა( Carli Faulkner), რომელსაც ფეხბურთის ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა ტოტალიზატორში დადო 1 ფუნტი 12 გუნდის მოგებაზე და მოიგო.....574 000 ფუნტი სტერლინგი.

როგორც ქალბატონმა კარლიმ განაცხადა, გუნდები ლამაზი სახელწოდების მიხედვით შეარჩია.



როგორც გაირკვა ოჯახში ტოტალიზატორს მუდმივად თამაშობდნენ მისი მეუღლე და 30 წლის ვაჟი, რომლებიც "ტოტენჰემის" ფანები არიან.

ქალმა უბრალოდ ოჯახის წევრების მიბაძვით სრულიად შემთხვევით შეარჩია ის გუნდები, რომლის სახელწოდებებიც მოეწონა და დადო 1 ფუნტი.

image

როგორც ბუკმეიკერულ კანტორის, "William Hill" -ის 38 წლის მენეჯერმა განაცხადა, ასეთი რაოდენობის თანხის მოგება პირველი შემთხვევაა და ისიც აღნიშნა, რომ 12 გუნდიდან 11 აუტსაიდერად ითვლებოდა და სწორედ მათ მოგებაზე დადო ფსონი კარლიმ, შესაბამისად კოეფიციენტიც მაღალი იყო.საერთო მოგებამ 574, 278.41 ფუნტი შეადგინა.




0
206
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0