x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71065
  • ვიდეო:324130
  • სურათი:426063
6000 წლის წინანდელი ტკბილეულის რეცეპტი,რომელიც დღესაც პოპულარულია

image ამ უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტი ნაპოვნია უძველეს ხელნაწერებში.მას მიირთმევდნენ მეომრები ბრძოლის წინ და სწამდათ, რომ ის შემატებდა მათ ძალას და სიმხნევეს, ქალებს კი ის ეხმარებოდა ჰორმონალური ჯირკვალის სტიმულირებაში.ის უხსოვარი დროიდან არის ძალიან პოპულარული პროდუქტი, როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულ ადამიანებში.

დღესდღეობით ჩვენ მივირთმევთ ძირითადად არაჯანსაღ ტკბილეულს, შაქრით და ქიმიური ნივთიერებებით უხვად გაჯერებულს.ურიგო არ იქნებოდა ზოგჯერ ჩვენი ხელით დაგვემზადებინა ჩვენთვის და ჩვენი პატარებისთვის ეს არაჩვეულებრივი დელიკატესი, რომელიც 6000 წლის წინ მეტად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ანტიკური საბერძნეთისა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებში.

ინტრიონი-როგორც მას უწოდებდნენ, ეს არის ტკბილეული, შემდგარი მხოლოდ 2 ინგრედიენტისაგან.ესენია:თაფლი და სეზამის მარცვლები.ის იმდენად ჯანსაღი და სასიამოვნო სასუსნავია, დღესაც არ კარგავს აქტუალურობას და მას დიდი სიამოვნებით გეახლება ყველა, დიდი თუ პატარა, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, მას გააჩნია ბევრი უპირატესობა, რასაც სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისათვის:

-შეიცავს საჭირო ვიტამინებისა და მინერალების სრულ კომპლექტს;

-შეიცავს ანტიოქსიდანტებს;

-აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;

-გვაძლევს ენერგიას;

-არის არაჩვეულებრივი ანტიდეპრესანტი;

-აუმჯობესებს განწყობას;

-ამცირებს სტრესს.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა :

300 გრ დარჩეული და დაქუცმაცებული სეზამის მარცვლები და 300 გრ თაფლი კარგად აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთები ან სხვა სასურველი ფორმის ფიგურები.

შეინახეთ მაცივარში.


1
157
3-ს მოსწონს
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
157
  
8 ნოემბერი, 21:30
მადლობა ძალინა კარრგი და საჭირო, სულასეტები დადეტ :)
0 1 1