x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ შევარჩიოთ იდეალური თმის ფერი
ნიუ-იორკელი სტილისტი და კოლორისტი დანა იონატო იმ ნიუანსებს გვიმხელს, რომელთა ცოდნაც იდეალური ფერის შერჩევაში დაგეხმარებათ.




image

წითური და წითელი

დავიწყოთ ყველაზე რთულით.წითელი ფერის თმა ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა საღებავი 3 ტონში დაიტანება: ყველაზე მუქი-თმის ძირებთან, თმის შუაში უფრო ნათელი ტონი და თმის ძირები-ყველაზე ღია ტონში.


საერთო წესი ღია ფერის კანის გოგონებისთვის-არავითარი ლილისფერი და წითელი ფერი, მხოლოდ თაფლისფერი და ოქროსფერი შეფერილობები. შავგვრემნებს კი პირიქით, რეკომენდაცია ეძლევათ მაჰაგონის და ღვინისფერის გამოყენებაზე.


ქერა

გაითვალისწინეთ, პლატინისფერი მხოლოდ ერთეულებს უხდებათ. გაცილებით ბუნებრივია და უკეთესი- თბილი შეფერილობის არჩევა. მათთვის, ვისაც ღია ფერის კანი და თმა აქვთ, კარგი გადაწყვეტილებაა ხორბლისფერი ან თაფლისფერი შეფერილობა.საშუალოდ მუქი თმისთვის ოპტიმალური ვარიანტია წითური და ქარვისფერი შეფერილობები. რაც უფრო მუქია თმის და თვალის ფერი, მით უფრო უნდა სჭარბობდეს თმის საღებავში ნარინჯისფერი პიგმენტი და პირიქით, რაც უფრო ღიაა თმის და თვალის ფერი-უფრო ცივი ტონები უნდა შეარჩიოთ.


ომბრე

თუ არ იცით როგორ შეიღებოთ თმა-შეარჩიეთ ომბრე.ნუ შეაჩერებთ არჩევანს მეტისმეტად კონტრასტულ ომბრეზე, რადგან რამდენიმე დღეში საღებავი შეღებილი თმიდან კიდევ ჩამოირეცხება და საბოლოო რეზულტატი უფრო ღია ფერის იქნება.


ყავისფერი

თუ თქვენ მუქი ფერის თმა გაქვთ-გაგიმართლათ, რადგან ასეთი თმა ყველაზე ჯანმრთელია, ყველაზე ნაკლებია იმის რისკი, რომ ფერის არჩევისას შეცდებით და მუქი ფერის თმა ყველაზე კარგად იღებს და ინარჩუნებს პიგმენტს. ყავისფერი და შოკოლადისფერი თითქმის ყველას უხდება და შესანიშნავადაც გამოიყურება.თავი შეიკავეთ ფერფლისფერი ტონებისგან, თმა შეიძლება მტვრიანს და დასაბანს დაემსგავსოს.


ჭაღარა

ბოლო დროს ხშირად მთხოვენ თმა ჭაღარის ელფერში შევუღებო. ეს საშინელი ფერია, რომელიც მხოლოდ ასაკს მატებს და აბერებს ქალს. თუ ძალიან მოგწონთ ჭაღარის ელფერი, შეგიძლიათ დაუმატოთ ის მუქ თმაზე, ისე, რომ თმა მთლიანად არ შეიღებოთ.


0
205
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0