x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა ქართველთა მონათესავე ეთნოსი?
ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა ქართველთა მონათესავე ეთნოსი? ვინ ლაპარაკობს ქართული ენის მონათესავე ენაზე? ვინ ჰგავს ქართველებს გარეგნულად?ეს კითხვები ძველთაგანვე გვაწუხებს. ქართველებს არა გვყავს ენობრივად მონათესავე ეთნოსი, ჩვენს გარშემო არავინაა ისეთი ვინც გვენათესავება, სწორედ ამიტომ ქარველთა ეთნოგენეზის წარმოშობის გარკვევა ძალიან რთულია.

image
მიუხედავად ამისა, მეცნიერები ქართველთა ეთნოგენეზის პრობლემებზე მუშაობდნენ და საყურადღებო დასკვნებიც გააკეთეს, მოკლედ კი ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:

I. ქართველები თანამდროვე და ისტორიული საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობაა, მათი ეთნოგენეზი სამხრეთ კავკასიის დასავლეთ, ცენტრალურ ნაწილში და მის მიმდებარე სამხრეთ ტერიტორიაზე მოხდა. ამ გეოგრაფიულ არეალში სხვადასხვა ქართული ტერიტორიული ერთეულები ხშირად მოძრაობდნენ, მიზიდულობის ცენტრი ქართლი იყო.

image

II. ქართველთა ეთნოგენეზში მონაწილეობა აქვთ მიღებული ძველი ცივილიზაციის მქონე ხალხებს (შუმერები, ხურიტები, ხეთები, ურარტუელები) და ჩვენთვის უცნობი სხვა რომელიღაცა ინდოევროპული მოდგის ხალხს. გვიან ქართულ ეთნოსში ჩრდილოკავკასიელთა, ალბანელთა და სომეხთა შემოდინება, ინფილტრაციაც მიმდინარეობდა.


image

III. ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე-მესამე ათასწლეულში ქართული ეთნიკური ერთობა უკვე ჩამოყალიბებული იყო. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბოლო მესამედიდან ქართველური მოდგმის ერთეულები უკვე საისტორიო წყაროებში არიან დასახელებულნი.

image

IV. ქართველებს არ ჰყავთ ენობრივად მონათესავე ეთნოსი. ვარაუდობენ, რომ შორეულ წარსულში ნათესაური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ჩრდილოკავკასიის ეთნოსებთან, განსაკუთრებით ნახურ-დაღესტნურ ენებზე მოლაპარაკეებთან.

image

V. ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში უნდა მომხდარიყო საერთო ქართული ენის "დიფერენციაცია", რასაც ხელს უწყობდა ის ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, რომელზედაც ქართული ეთნოსი იყო განფენილი. ამ ე.წ. "ენობრივ დიფერენციაციას" (დიალექტის, მეტყველებების გამოყოფას) ერთიანი ქართული ეთნოსის დაშლა, რა თქმა უნდა, არ გამოუწვევია.

imageimageimageimage



17
8244
17-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
8244
  
2021, 15 აპრილი, 17:20
https://en.wikipedia.org/wiki/Haplogroup_J_(Y-DNA)#/media/File:Haplogroup_J_(Y-DNA).PNG
2021, 15 აპრილი, 17:17
დიახ, სავარაუდოდ ჩეჩენ ინგუშებიც ასევე არიან პროტო იბერიული ტომები!
2020, 25 იანვარი, 11:02
ქართველბი ყველა ტომი ეღტ დროს ერთ პერიოდში გამრავლდა და გდანაწილდა ძველ ქართულ ტერიტორიებზე ასევ კავკასიი იქითა მხარეს.ისინი არსაიდან მოსულან სადაც დაიბადნე იქ დარჩნენ ნოეც საიდან წავიდა ისევ იქ დააბრუნა ღმერთმა.ნო დათვრა ღვინით ღვინო საიდან მოიტანა ნეტა?არაბეთის ნახევარ კუნძულიდან?არამგნია.წარგვნამდე ცხოვრობდა ნოე კავასიის გარშემო ტერიტორიაზე და კარგად იცოდა ვაზის მოვლა და ღვინის დაწურვა.თუ საქარვტლო ღვინი სამშობლოა რაც დაამტკიცეს ფაქატი სახეზე ნოე იყო ქართველი წარღვნამდეც ანუ ადრე რაც ერქვა ქართვლთ წინაპარს რომელიც ცხოვრობდა ჩვენ მიწაზე.დასკვნა ქართველი კაცი ჯ2 კოდით არსაიდან მოსულა ის ადამიდან მოყოლებული ცხოვრობდა კავკასიაში და წარღვნის მერეც ნოეში და მი ძეში იაპეთში პოვა გაგრძელება
2020, 25 იანვარი, 10:53
რაზე კამათობთ იბერები თუ კოლხები სვანები თუ მესხები ეს კამათი ეს გვუპავს ქაღთველებს რა მნიშვნელობა აქვს ვინ უფრო მაგარი იყო ყველა ხო ქართველუი ტომები არიან ყველატი თანაბრად უნდა ვიამაყოტ ესიკი შენ თუ ახლ ძველი კოლხეთის მიწაძე ცხოვრობ მეტად დიდი ხარ ვინც ახლა იბრიის მიწაზე ?თუ რა გინდა თქვათ?
2019, 7 ივნისი, 20:19
რამდენიმე არამართებული ინფორმაციაა და ყველაზე გულდასაწყვეტია რუსეთის იმპერიული მეცნიერუბის დამკვიდრებული რომ ქართველებს უფრო სწორედ კი ქარტველურ ტომებს არ ჰყავდათ და არ ჰყავთ მონათესავე ხალხები და არც ენები - ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ავტოქტონი ხალხები რომლებიც ლაპარაკობენ ინერიულ - კავკასიური ენათა ოჯახის (!) ენეგზე ყველა ერთმანეთის მონათესავეა, მათ შორის ანთროპოლოგიური, გენეტიკური და კულტურული მიმართებებითაც (ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიელი ქვტოქტონი მოსახლეობა არის ქართველური ტომების განშტოება, რომელიც ჩამოყალიბდა და განვითარდა კავკასიის ქედს მიღმა...
2019, 14 აპრილი, 18:11
ვისაც j2 ჰაპლოჯგუფი არ აქვს ყველა გვიან მოსულია
2019, 6 აპრილი, 19:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 7 აგვისტო, 18:24
პირაქეთა და პირიქითა თუშები განსხვავდებიან, პირიქითა თუშები ითვლებიან ვაინახურ ჯგუფად და მათი ენაც მიეკუთვნება ვაინახურ ჯგუფის ენას, რასაც ვერ ვიტყვით პირაქეთა თუშებზე, მათი ენა ქართული ენის თუშური კილოა...
2018, 7 აგვისტო, 11:14
რაც შეეხება ბალყარელებს, დამტკიცებულია, რომ სვანების გენეტიკის მატარებელი ეთნოსია.
დიდოელებიც ქართველების მონათესავე ეთნოსია დაღესტანში, აქიტექტურული ძეგლებიც ამას მეტყველებს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10