x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
Intermedia.ge-მ თვის საუკეთესო ავტორი გამოავლინა
ინტერმედიას ყველა ავტორს შეუძლია მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და გახდეს თვის საუკეთესო ავტორი.

მთავარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა შეგვერჩია გამარჯვებული, იყო საავტორო ვიდეოები და საავტორო სტატიები, განსაკუთრებით მასალები რეგიონებიდან.


image



ოქტომბერში, სამწუხაროდ, აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით არც ერთი ავტორი არ გამოირჩეოდა, ამიტომ რედაქციის გადაწყვეტილებით, ოქტომბრის თვეში საუკეთესო ავტორად დასახელდა ინტერმედიას ძველი და გამორჩეულად აქტიური ავტორი - მანანა ქოჩიაშვილი.



იგი პროფესიით კვების ტექნოლოგია, ამჟამად საკონდიტრო საქმითაა დაკავებული და აქვს საკუთარი პატარა საკონდიტრო, სადაც ოჯახურ, გემრიელ ნამცხვრებს აცხობს. ქალბატონი მანანა ინტერმედიას 2013 წლის მაისში შემოუერთდა.


გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:


- ქალბატონო მანანა ელოდით, რომ თვის საუკეთესო ავტორად დასახელდებოდით?


- ნამდვილად არ ველოდი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ეს რომ ორიოდე წლის წინ მომხდარიყო, როცა საკმაოდ ბევრი დრო მქონდა და გაცილებით აქტიურად ვაქვეყნებდი მასალებს, ბუნებრივი იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა უდროობის გამო ვერ ვაქტიურობ ისე, როგორც მინდა, მართლა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.



- წლების განმავლობაში ინტერმედია ვითარდებოდა და იხვეწებოდა, თქვენ, როგორც ძველი ავტორი, როგორ შეაფასებთ მის საქმიანობას?


- მას შემდეგ, რაც მე ინტერმედიელი გავხდი, ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ავტორი დაემატა, ბევრმაც დატოვა საიტი და მასალებს აღარ აქვეყნებს, ბოლო დროს უფრო მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული სამოქალაქო ჟურნალისტიკით, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამიოდე თვეა, რაც საიტს ახალი რედაქტორი ჰყავს და ეს თვალნათლივ იგრძნობა. ცოტა ხნის წინ რედაქციის ინიციატივით ჩატარდა თათბირი ინტერმედიის ძველი და ახლად დარეგისტრირებული ავტორების მონაწილეობით, პირადად მე, ყველა საქმე გადავდე და მაინც დავესწარი, თათბირზე საიტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა განვიხილეთ. მივესალმები ამ ინოვაციას და სასურველი იქნება, თუ ამას სისტემატური ხასიათი მიეცემა.


კიდევ ერთი სიახლე ინტერმედიისაგან, რაც ნადმვილად აღსანიშნავია, არის ის, რომ ნებისმიერ ინტერნეტ-მომხმარებელს, თუნდაც არ იყოს დარეგისტრირებული საიტზე, საშუალება აქვს მის მიერ გადაღებული საინტერესო ვიდეო გამოაგზავნოს ინტერმედიაზე და მიიღოს მასში სათანადო ანაზღაურება.


ასე, რომ ინეტრმედია ერთადერთი საიტია საქართველოში, რომელიც ავტორებს ფულს უხდის უნიკალურ ვიდეო მასალებში.



image



- თქვენ როგორც გამოცდილი ინტერმედიელი, რას ურჩევთ Intermedia.ge-ს ავტორებს?


- ინტერმედიის ავტორებს ვურჩევ, იაქტიურონ, რათა მათი სტატიები დახვეწილი და შინაარსიანი გახდეს და რა თქმა უნდა, ვუსურვებ ულევ წარმატებას.

4 წლის მანძილზე ამ პროექტმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა.

ჩემი აზრით, იყო ინტერმედიელი, ეს ნიშნავს იყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მედია-პროექტის თანამშრომელი და ავტორი.




image



მანანა ქოჩიაშვილს ფულად პრემიასთან ერთად, Intermedia.ge-ს ბრენდირებული ჭიქა და მაისური გადაეცა.


ვინ იქნება შემდეგი?



ესაუბრა ანი სპარსიაშვილი





10
123
22-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
123
  
2017, 13 ნოემბერი, 12:38
მანჩო, კიდევ გილოცავ
2017, 9 ნოემბერი, 23:55
დიდი მადლობა, მეგობრებო. ყველანი ძალიან მიყვარხართ
2017, 9 ნოემბერი, 22:16
გილოცავთ
2017, 9 ნოემბერი, 21:31
ნამდვილად დამსახურებული ავტორი ხარ ბრავო მანჩო
2017, 9 ნოემბერი, 14:25
მანჩო, შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე !
2017, 9 ნოემბერი, 14:11
წარმატებები
2017, 9 ნოემბერი, 12:59
წარმატებები
2017, 9 ნოემბერი, 12:39
უამრავი წარმატება მანჩო
2017, 9 ნოემბერი, 12:10
წარმატებები მანჩო
2017, 9 ნოემბერი, 11:40
წარმატებები
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10