x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გოგონას, რომელმაც ეგვიპტის ტერიტორიაზე ტკივილგამაყუჩებელი შეიტანა, სიკვდილით დასჯა ემუქრება
ბრიტანელი გოგონა მას შემდეგ დააკავეს, რაც ეგვიპტის ტერიტორიაზე ტკივილგამაყუჩებლები შეიტანა, რომლითაც ქმარს უნდა დახმარებოდა წელის ტკივილის გაყუჩებაში.


image


33 წლის Laura Plummer–ი წარმოშობით ჰალიდან მას შემდეგ დააკავეს ეგვიპტის ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც აღმოუჩინეს პრეპარატები ტრამადოლი და ნაპროქსენი. დაკავებიდან მალევე ქალს ხელი მოაწერინეს 38 გვერდიან განცხადებაზე, რის შემდეგაც ეგონა აეროპორტს დატოვებდა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა და თავი წინასწარი დაკავების საკანში უკრეს, სადაც უკვე ერთი თვეა სხვა 25 პატიმარ ქალთან ერთად ზის.


image



"ეგვიპტის ხელისუფლებამ განგვიცხადა, რომ ლაურას მინიმუმ 25 წლით პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ელის, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. ეგვიპტეში კანონით იკრძალება ძლიერგამაყუჩებლების შეტანა, რაც ლაურამ არ იცოდა და თან მას მხოლოდ მცირე რაოდენობა ჰქონდა მათი, რომელიც ქმრისთვის მიჰქონდა. ლაურა ეგვიპტეში წელიწადში 3–ჯერ მაინც ჩადიოდა მასთან"– ამბობს მისი ძმა 31 წლის ჯეიმსი (James Plummer).


image


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ლაურამ ეგვიპტეში 29 ფირფიტა ტრამადოლის (თითო ფირფიტაზე 10 აბი) და რამდენიმე ფირფიტა ნაპროქსენის შეტანა სცადა.


ლაურა ეგვიპტის ციხეში არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. დაპატიმრებიდან მალევე, 9 ოქტომბერს ის დედამ და დებმა მოინახულეს და ტირილით იხსენებენ, რომ "ზომბს" ჰგავდა, სტრესის გამო დაეწყო თმის საშინელი ცვენა, მას დაკარგული აქვს ყველანაირი კომფორტის განცდა და რუტინა, რაც სახლში ჰქონდა. გოგონას უბრალოდ ქმრისთვის სიკეთის გაკეთება უნდოდა და ჩაჰქონდა ძლიერი გამაყუჩებლები, რომლებიც უბედური შემთხვევის შემდეგ გამოწვეულ ზურგის საშინელ ტკივილებს გაუყუჩებდა.


image


"არა მგონია ის იქ გადარჩეს, საშინელ დეპრესიაშია, თან ფობიები აწუხებს, რაც ხელს შეუწყობს უფრო მალე გაანადგუროს მისი ფსიქიკა"– ამბობს ჯეიმსი.



3
694
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
694
  
2017, 8 ნოემბერი, 20:58
არის რიგი საკითხები, როცა სახელმწიფო სამართლებრივად ვერ ახერხებს საკუთარი მოქალაქის დაცვას.
ასეა ამ შემთხვევაშიც, აეროპორტში გაწერილია სია, სადაც ჩამოწერილია აკრძალული ნივთები, პრეპარატები თუ ბევრ რამ რისი შეტანაც კანონით იკრძალება.
2017, 8 ნოემბერი, 18:50
მე ვფიქრობ , რომ იცოდა გამაყუჩებლების შესახებ,რადგან მეუღლე სხვა შემთხვევაში თავისფულად იყიდდა, ცუდია რომ ეგონა, ალბატ დამალულად გადაიტანდა. მე ის მიკვირს ბრიტანეთს საკმარისი პრესტიჟი არ აქვს , რომ საკუთარი მოქალაქე დაიცვას? ეს საქართველომაც კიშეძლო, როცა სიკვდილ მისჯილი გოგონა სააკაშვილმა გაათავისუფლებინა?
2017, 8 ნოემბერი, 12:46
ამიტომაც საჭიროა წინასწარ გაეცნო ქვეყნის კანონმდებლობას...
0 1 3