x
image
ellen murani
ასტროლოგია და მისი გავლენა ცხოვრებისეულ პროცესებზე


ხშირად გარდაქმნებისას ვამბობთ „ რა ვარსკვლავზე დავიბადე“, რადგან თითოეული ჩვენგანი, შესაძლოა გაუცნობიერებლად ცხოვრებისეულ პროცესებს დაბადებისას არსებულ ვარსკვლავთა განლაგებას ვუკავშირებთ, რაც საბოლოოდ ასტროლოგიის შესწავლის საგანია.

იმის გასარკვევად, თუ რა არის ასტროლოგია და რა გავლენას ახდენს ჩვენ ცხოვრებასა და მომავალზე, ვესაუბრე Astro Loger-ს, რომელმაც ამომწურავად გასცა პასუხი არსებულ კითხვებს.



რა არის ასტროლოგია?

ასტროლოგია არის სამყაროს ის ენა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი უკეთ შეიცნობს საკუთარ არსს. სამყარო არის მიკრო და მაკრო კოსმიურ იდეათა ერთობლიობა. ყოველი საგანი ვიბრირებს და ურთიერთზემოქმედებს მეორეზე. პლანეტები თანავარსკვლავედებთან ერთობლიობაში ქმნიან ენერგეტიკულ თაიგულს, რაც კოსმიური გონის, კომპიუტერის ფუნქციას ითავსებს და ყოველი საგანი მისი გავლენის და მახასიათებლების ქვეშ იმყოფება. ასტროლოგია არის მეცნიერება, რომელიც ოდითგანვე ცდილობს კოსმოსის ენა ერთგვარი სისტემის სახით წარმოადგინოს, ამის ნათელი დასტურია 12 ზოდიაქოს ნიშანი და მათი მახასიათებლები. ნათალური რუკა არის პერსონალური, სადაც კოსმიური ენერგია მის ჩასახვის, დაბადების მომენტში გარდატყდება და ერთგვარი კოდის სახით ეძლევა როგორც ადამიანს ისე ნებისმიერ საგანს.



დაბადებისას რა გავლენას ახდენს ვარსკვლავების განლაგება ჩვენს ბედზე?

ასტროლოგია ჩვენ ცხოვრებაზე არ ახდენს გავლენას. ერთადერთი მოქმედი კოსმიური ენერგიებია, რომელშიც დაბადებამდე გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. ასტროლოგია უღრან ტყეში დაკარგულთათვის, მხოლოდ გზის მანიშნებელ ფუნქციას ასრულებს. ადამიანი ზედაპირულად თავისუფალია გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ მაინც ემორჩილება სამყაროს ხმას, რომელიც მას ჩუმად ჩასჩურჩულებს. თავისი ბედისწერის წინააღმდეგ თვით ისეო ქრისტეც არ წასულა, რომელსაც შეეძლო კიდეც.

image


რა შეგვიძლია გავიგოთ ჩვენ შესახებ ასტროლოგიით?

ასტროლოგია გვაძლევს საშუალებას შევიცნოთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში. დროულად დავინახოთ საგნები და მოვლენები და გამოწვევებზე მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება, რის მოქმედების საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი კოდი. ასტროლოგია არის ხედვა წარსულსა და მომავალში, სადაც ჩვენი სულის გამოცდილებას და შეცდომებს ვიაზრებთ. წარსულის ცოდნის სწორ გააზრებას, არსებითად შეუძლია აწმყოს და მომავლის ტრანსფორმირება.


რა კავშირი აქვს ჩვენ ცხოვრებას და მომავალს პლანეტების განლაგებასთან?

როგორც უკვე აღვნიშნე, საგნები განიცდიან ვიბრაციას და ასევე ვიბრირებენ სხვა საგნებზეც. ადამიანის დაბადების მომენტში დაფიქსირებული პლანეტები ქმნიან ინდივიდუალურ განლაგებას, რაც იძლევა პერსონალურ, უნიკალურ კოდის, რის ფორმირებაშიც პლანეტებთან ერთად მონაწილეობას იღებს მშობლების და წინაპრების კოდები «პლანეტარული განლაგებები», რომლებიც ერთობლიობაში პოულობენ ასახვას. თანამედროვე მეცნიერების ენაზე, ამას დნმ ეწოდება, რომელიც თანაზიარია სამყაროს კოდის.

image


რამდენად ზუსტად ასახავს ჩვენ ცხოვრებას პირადი ასტროლოგიური რუკა?

პირადი რუკის სიზუსტე დამოკიდებულია რამდენიმე კომპონენტზე, კერძოდ რამდენად ზუსტი დრო არის მითითებული რუკის შესადგენად და რამდენად კომპეტენტურია ასტროლოგი ვინც ადგენს ასტროლოგიურ რუკას?!

ადამიანი სოციალურ - პოლიტიკური ცხოველია, რომელიც ურთიერთობაში შედის გარემოსთან, შესაბამისად სხვა ადამიანების პლანეტარულ კოდებთან. ყოველივე ეს კი გარკვეულ გავლენას ახდენს პირად რუკაზე და რა თქმა უნდა ადამიანის ცხოვრებაზე. ეს ორი ერთი მთლიანობაა.

როგორც უკვე აღვნიშნე, რუკა ესაა დაბადების მომენტში დაფიქსირებული მოძრავი პლანეტების ფიქსირებულ მდგომარეობაში წარმოდგენა, რაც ერთგვარ კოდს წარმოადგენს ადამიანისთვის, რომელზედაც ზემოქმედებას ახდენს რეალურ დროში მოძრავი პლანეტები. რაც შეეხება კითხვას, ვიტყოდი, რომ ასტროლოგიური რუკა კარგ შემთხვევაში 99% სიზუსტით უნდა ემთხვეოდეს პიროვნებას.


რამდენად ზუსტია ასტროლოგიური პროგნოზი?


ასტროლოგიური პროგნოზი ნათალურ რუკაზე ემყარება, რამდენიმე პლანეტის ურთიერთქმედებას. პროგნოზის სიზუსტე ასევე დამოკიდებულია ზემოთ ჩამოთვლილ 4 პუნქტზე, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასტროლოგიური პროგნოზი არის ალბათობა, რომლის სწორად გამოთვლის შემთხვევაში ვიღებთ ზუსტად და ნათლად გამოხატულ მომავლის სურათს.


რა არის სინასტრია და რა შეგვიძლია გავიგოთ მისი მეშვეობით?

სინასტრია არის ორი ან რამდენიმე ადამიანის ნათალური რუკის სინთეზური ანალიზი. უმეტეს შემთხვევაში ესენი შეიძლება იყვნენ შეყვარებულები, მეუღლეები, შვილები, მშობლები, საქმიანი პარტნიორები, თანამშრომლები, კონკურენტები და მტრები, ასევე სპორტსმენები, როგორც ინდივიდუალურად მოთამაშე ისე გუნდი. სინასტრია გვაძლევს საშულებას მოვახდინოთ პრევენცია ურთიერთობებში და აღმოვფხვრათ მოსალოდნელი გართულებები. მაგ: მეუღლეებს შორის კონფლიქტები, განქორწინება, ძალადობა ასევე გავიგოთ ჰარმონიული თანაცხოვრების პერსპექტივების შესახებ. კონკრეტული ადამიანისგან რა სახის ენერგიას მივიღებთ?! კონკრეტულად წარმატებას, წინსვლას მოგვიტანს თუ დაგვაზიანებს?!, დაავადმყოფების და უკუსვლის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას. ამ და სხვა კითხვებს პასუხობს ასტროლოგიაში სინასტრიული რუკების შეთავსება.

image


რა არის საჭირო იმისთვის, რომ შევადგინოთ პირადი რუკა და ასტროლოგიური პროგნოზი?

ასტროლოგიური რუკის შესადგენად საჭიროა ვიცოდეთ ჩვენი დაბადების წელი თვე დაბადების რიცხვი საათი და დაბადების ადგილი (ქვეყანა, ქალაქი). იგივე მონაცემები არის საჭირო პროგნოზირებისათვის.


წყარო: https://www.facebook.com/profile.php?id=100009951819433


0
204
5-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0