x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოხუცმა ქალბატონმა თვითმფრინავში ასვლამდე თვითმფრინავის ტურბინაში მონეტები ჩაყარა, ბედნიერების მომტანიაო

image ჩინეთის ერთერთ აეროპორტში იძულებული გახდნენ გადაედოთ თვითმფრინავის აფრენა, რადგან თვითმფრინავის მგზავრმა, მოხუცმა ქალბატონმა ბედნიერების მოტანის მიზნით თვითმფრინავის ერთერთ ტურბინაში წვრილი მონეტები ჩაყარა.
ინციდენტი წელს მოხდა 27 ივლისს აეროპორტ "Пудун"–ში. ინციდენტი მოხდა აფრენის წინ ავიაკომპანია "China Southern"–ის თვითმფრინავზე.
იტყობინება გამოცემა "Жэньминь Жибао".

150 მგზავრიდან ერთერთი მოხუცი ქალბატონი, რომელიც თვითმფრინავამდე შშმ პირისათვის განკუთვნილი ეტლით მიიყვანეს, სანამ ტრაფზე ხელით აიყვანდნენ მოტრიალდა და თვითმფრინავის ერთერთ ტურბინაში წვრილი მონეტებისჩაყრა დაიწყო, ტექნიკურმა სამსახურმა ქალბატონის მოქმედება აღკვეთეს, მოხუცმა ქალბატონმა კი განაცხადა: "ეს ბედნიერი და უსაფრთხო ფრენისათვის გავაკეთე, რადგან ხურდა ფულის გადაყრა ბედნიერების მომტანიაო!
ბუნებრივია რეისი გადაიდო, ტექნიკური სამსახურის ტექნიკოსებმა კი ტურბინას დამცავი ფარები მოხსნეს და ტურბინიდან 9 მონეტა ამოიღეს, ტურბინის გაწმენდიე მერე კი თვითმფრინავი განკუთვნილი რეისის შესასრულებლად აფრინდა.
imageimage


5
366
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
366
  
2017, 8 ნოემბერი, 20:31
ყველაფრეს რო ყურადღება მიაქციო სუნთქვაც აღარ შეიძლება. თან რო ეკითხები რატომ არ შეიძლებაო და გპასუხობენ --- იმიტომ! :)
2017, 7 ნოემბერი, 16:45
ორივე ერთმანეთზე უარესია მაკა და მეც გეთანხმები.
2017, 7 ნოემბერი, 16:38
ისე ვერაფერი მაღიზიანებს, როგორც ცრუ მორწმუნე და მატყუარა ხალხი. (ეს ორი არაფერ კავშირშია, მაგრამ ასეთები მაღიზიანებენ ყველაზე მეტად)
2017, 7 ნოემბერი, 16:34
მეზობელი კაცი მყავს, ცარიელი ვედროთი, რომ გაიარო მის ჭიშკართან თოფს გესვრის.
ვერაა ბევრი თავის ძრავზე...
2017, 7 ნოემბერი, 16:28
მოდი და მერე არ უწოდო ასეთებს "ერთ უჯრედიანი". "ცოცხი ტავდაყირა არ დადო, ხურდას ბარაქა მოაქვს, მაგიდაზე გასაღები უბარაქობის მომასწავებელია, შავმა კატამ არ უნდა გადაგირბინოს და ა.შ" - კარგით რაა, იქნებ დროა ტვინს წიხლი მიაჭიროთ!
0 1 5