x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამდენჯერ სცადეს სტალინის მოკვლა?
image





image

75 წლის წინ, 7 ნოემბრის დღესასწაულის აღნიშვნის დღეებში კრემლში, სპასკის ჭიშკრიდან გამოსულ სამთავრობო მანქანას ცეცხლი გაუხსნა მამაკაცმა, რომელიც სამთავრობო დაცვამ ადგილზევე დააკავა.სულ რამდენჯერ დაესხნენ თავს ბელადს ლიკვიდაციის მიზნით? ამას ქვემოთ წარმოდგენილ სტატიაში შეიტყობთ.


*** 1933 წელს სტალინი კინაღამ ბომბის მსხვერპლი გახდა, რომელიც ხიდის ქვეშ იყო დამონტაჟებული ხაშუფსეზე(გაგრის რაიონი)საქართველოს ცკ პირველ მდივანს ლავრენტი ბერიას გულმა უგრძნო და ბოლო მომენტში ბელადს სთხოვა სხვა მანქანაში გადამჯდარიყო.


ავტომობილი, სადაც სტალინი მანამდე იჯდა ხიდზე გადასვლის დროს აფეთქდა და შემდეგ ხევში გადაიჩეხა.

image


***რამდენიმე დღის შემდეგ, იმავე 1933 წელს რიწაში იახტით გასეირნების დროს მესაზღვრეებმა იახტის მიმართულებით სროლა ატეხეს, რა დროსაც ბერია ბელადს სხეულით გადაეფარა, სტალინმა შემდგომ ლოგიკურად იფიქრა, რომ თავდასხმები შესაძლოა თავად ბერიას მოწყობილი იყო.

imageფოტოზე: სტალინის აგარაკი რიწაში


***1935 წელს სტალინი ისევ ეწვია საქართველოს, თუმცა ამჯერად არა დასასვენებლად, არამედ დედის მოსანახულებლად, თუმცა უშიშროებამ შეიტყო, რომ მზადდებოდა შეთქმულება, რის გამოც ბელადმა სასწრაფოდ დატოვა საქართველო.ქართველი გამოცდილი ბოლშევიკები მიიჩნევდნენ, რომ სტალინმა ლენინის გზას უღალატა და იგი უნდა მოეკლათ პირველსავე ხელსაყრელ დროს.

image


*** 1942 წლის 6 ნოემბერს საბჭოთა ნაციონალური დღესასწაულის წინა დღეს, დეზერტირმა საველი დმიტრიევმა სპასკის ჭიშკრიდან გამოსულ ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა რევოლვერი, ეგონა, რომ მანქანაში სტალინი იჯდა, თუმცა სინამდვილეში ის მიქოიანის ავტომობილი იყო. ტერორისტი ადგილზე დააკავეს.

დმიტრევმა 8 წელის გაატარა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის(НКВД) ჯურღმულებში, სადაც გამუდმებით აწამებდნენ, რომ დაედგინათ თავდასხმის მოტივი.არსებობს ორი ვერსია: საველი სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა და შურისძიება სურდა, მეორე, -ფსიქიკურად დაავადებული იყო.

image


***1943 წელს გერმანელი ტერორისტი ოტო სკორცენი ერთბაშად ორი სახელმწიფოს მეთაურის ლიკვიციდაციას აპირებდა(სტალინი და ჩერჩილი) თეირანის შეხვედრაზე, ოპერაციას ეწოდებოდა "დიდი ნახტომი", თუმცა ეს ოპერაცია საბჭოთა სპეცსამსახურებმა ჩაშალეს, უფრო კონკრეტულად საბჭოთა სპეცაგენტმა, ნიკოლაი კუზნეცოვმა რომელიც გერმანელთა რიგებში იყო შეგზავნილი, კუზნეცოვთან დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ სს-ის შტურბანფიურერმა ურლიხ ფონ ორტელმა სიმთვრალეში წამოაყრანტალა.

imageფოტოზე:ოტო სკორცენი



***1944 წელს გერმანელების მხრიდან კიდევ ორი სპეცოპერაცია იყო დაგეგმილი, აგენტებს ფარულად უნდა შეეღწიათ კრემლში და სტალინი ნაღმზე უნდა აეფეთქებინათ, რომელიც მომცრო პორტფელში იყო ჩამონტაჟებული.ოპერაცია უნდა შეესრულებინათ ყოფილ საბჭოთა ოფიცერს პოლიტოვ-ტავრინს და მის საყვარელს ადამიჩევა-შილოვას.

გეგმა ჩაიშალა რამდენიმე გარემოების გამო, პირველი ის, რომ დივერსიული თვითმფრინავი ჩამოაგდეს სხვა ადგილზე და არა იქ, სადაც გათვალისიწინებული იყო, მეორეც პოლიტოვმა ისეთი ბლოკ-პოსტები გაიარა, სადაც დოკუმენტებს მკაცრად ამოწმებდნენ და მაშივე ეჭვი გამოიწვია...

საბოლოოდ პოლიტოვი აიძულეს, გერმანელებისთვის წერილები მიეწერა, თითქოს და სპეცოპერაცია წარმატებით მიდიოდა და სტალინის ლიკვიდაცია დღე-დღეზე მოხდებოდა.

ბელადი ძალზე კმაყოფილი დარჩა საბჭოთა დაზვერვის მუშაობით, რაც კუტუზოვის სახელობის I ხარისხის ორდენის დაჯილდოებით გამოიხატა.

imageimage

imageიხილეთ აგრეთვე

*როგორ მისტირიან რუსები სტალინს(სსრკ სტალინის დროს:მხოლოდ ფაქტები

*5 მითი სტალინის შესახებ

*ხრუშჩოვმა მავზოლეუმიდან სტალინი იმიტომ მოიშორა, რომ თვითონ უმიზნებდა ადგილს ლენინის გვერდით

*პედარასტების საზოგადოება"-როგორ ებრძოდა სტალინი ცისფერებს

*სტალინი არ მომკვდარა კუნცევოს აგარაკზე, არამედ მოკლეს კრემლში?

*ბელადის კიდევ ერთი შავი ლაქა:როგორ იშორებდა სტალინი ჩინოვნიკების ცოლებს

0
1275
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0