x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ უნდა ვხატოთ მაშინაც კი, თუ ხატვა არ ვიცით

ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ხატვა თითოეული ჩვენგანისთვის სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, შესაბამისი უნარი გვაქვს თუ არა. ბევრმა ხატვა გატაცებად მხოლოდ იმიტომ არ აქცია, რომ საამისოდ, საკუთარ თავში შესაბამისი ნიჭი ვერ დაინახა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ხატვაზე უარის თქმით, ადამიანი ბევრს კარგავს. შესაძლებელია აღიარება ვერ მოიპოვოს და საკუთარი ნამუშევრები არავის აჩვენოს, მაგრამ აქ მთავარი არა შედეგი, არამედ თავად პროცესია. ეს კი, საცდელად ნამდვილად ღირს.

როდესაც ხატავთ, განსაკუთრებით საყვარელი მელოდიის თანხლებით, დრო ძალიან სწრაფად გადის, კონცენტრაცია მთლიანად პროცესისკენ არის მიმართული, რაც საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის.

კვლევის ავტორებმა, რომლის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Art Therapy, Girija Kaimal, Kendra Ray, Juan Muniz ივარაუდეს, რომ შემოქმედებითი საქმიანობა მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესთან დაკავშირებულ ჰორმონის დონეს და ექსპერიმენტი ჩაატარეს.

image

მასში მონაწილე ადამიანებს მარკერები, წებო, ქაღალსი და სხვა სახის მასალები დაურიგეს, ყველაფერი, რაც კოლაჟების შესაქმნელად იყო საჭირო და უთხრეს, რომ 45 წუთში ნებისმიერი რაღაცის გაკეთება შეეძლო. კვლევამ აჩვენა, ექსპერიმენტში მონაწილეების 75% მნიშვნელოვნად შეუმცირდა კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე. და უნდა აღინიშნოს, რომ არანაირი კავშირი არ იყო, კორტიზოლის დონესა და ექსპერიმენტში მონაწილე პირების ხატვის უნარ-ჩვევებს შორის. ადამიანების უმრავლესობა, გამოცდილების მიუხედავად, დავალების შესრულების დროს, თავს ძალიან მშვიდად გრძნობდა.

თუ რთული დღე გქონდათ, რამე დახატეთ. ამასთან, საჭირო არ არის ხატვის შესწავლის კურსებზე სიარული. არც იმას აქვს მნიშვნელობა რა გამოგივათ. ნებისმიერ შემთხვევაში, დაძაბულობა მოგეხსნებათ და თავს უკეთესად იგრძნობთ.

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

ფოტოთერაპია (მკურნალობა ფოტოსურათებით) (+ ულამაზესი ფოტოები)

ვამსხვრევთ მითებს დეპრესიის შესახებ

სუიციდი ორგანული დაავადების შედეგი არის, რომლის პროგნოზირებაც შეიძლება

ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის ფორმულა


0
69
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0