x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
სომხური ტრადიციები და კანონები სომეხ ქალთან მიმართებაში
image

1. სომეხ ქალს უნდა ახსოვდეს, რომ მისი ცხოვრება დაბადების მომენტიდან ეს არის პასუხისმგებლობა იმათ მიმართ, ვინც მისცა მას სიცოცხლე. ეს პასუხისმგებლობაა ღმერთის, მშობლების და წინაპრების წინაშე.


2. სომეხმა ქალმა უნდა დააფასოს და პატივი სცეს საკუთარ მშობლებს და შეასრულოს მათი ნება, თუნდაც ისინი ეწინააღმდეგებოდეს საკუთარ სურვილებს.


3. სომეხმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ სადაც არ უნდა დაიბადოს და მთელი ცხოვრება სადაც არ უნდა იცხოვროს მისი ცხოვრების უმთავრესი ენა - სომხური ენაა; მთავარი ისტორია - სომხეთის ისტორია; მთავარი სამზარეულო - სომხური სამზარეულო, ხოლო საუკეთესო მუსიკა სომხური მუსიკაა.



4. სომეხმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მისი მომავალი შეიძლება მხოლოდ სომეხ მამაკაცთან იყოს დაკავშირებული.


5. სომეხმა ქალმა უნდა გაიგოს, რომ სომეხი კაცი ოჯახის თავია და ხშირ შემთხვევაში მას მოუწევს ცალმხრივ დათმობაზე წასვლაც, ამით მისი სიბრძნე გამოვლინდება.


6. სომეხმა ქალმა უნდა განანათლოს მისი მომავალი შვილები სომხური ტრადიციების ჩარჩოებში. ისინი უნდა გაიზარდნონ ნამდვილი პატრიოტები და დაუფიქრებლად მზად იყვნენ საკუთარი სამშობლოსათვის სიცოცხლე შესწირონ, იმ შემთხვევაშიც, თუ მათ ერთხელაც არ აქვთ ნანახი.


7. სომეხი ქალისთვის არ შეიძლება სმა, მოწევა და ჟარგონებით საუბარი.


8. სომეხმა ქალმა ზედაც არ უნდა შეხედოს იმ ერის წარმომადგენელს, ვომც საუკუნეების მანძილზე სომეხი ერის მტრად ითვლებოდა.


9. სომეხი ქალი არ უნდა ჩაერიოს ორ სომეხ მამაკაცს შორის საუბარში. მართებს მოიქცეს მოკრძალებულად.


10. სომეხი ქალი ერთგული უნდა იყოს თავისი მეუღლის (სომეხი) სულით და სხეულით. უზრუნველყოს ის საკვებით (მომზადება იგულისხმება).


11. ყოველმა სომეხმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ თავისი მცირედი შეტანილი წვლილი სომეხი ერის შენარჩუნების საკითხში ეს არის მთელი ერის ღირსება.


12. თუ სომეხი ქალი გადაუხვევს თავისი ცხოვრების გზას, ის იქცევა სომეხი ქალის სირცხვილად და სირცხვილად მთელი სომეხი ერისა.


13. სომეხ ქალს არ შეუძლია სათამაშო დაწესებულებების მონახულება, ღამის კლუბების და დისკოთეკების, იმიტომ რომ ეს ადგილები განკუთვნილია მორალური განათლებით დაბალი კლასების მქონე ადამინებისთვის.


14. სომეხი ქალი ყოველ კვირა უნდა დადიოდეს ეკლესიაში.


15. სომეხი ქალი უნდა აფასებდეს და პატივს სცემდეს სომეხ კაცს, ეკითხებოდეს მას რჩევებს.

0
1949
5-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
1949