x
image
კატაპულტი
სისხლიანი ტრაგედია ტეხასში
image
სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა ტეხასში საკვირაო წირვისას. ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა ეკლესიაში შეკრებილ მრევლს.დაღუპულია 26 ადამიანი და დაჭრილია დაახლოებით 20–მდე მორწმუნე.

აშშ–ის მედიამ დაადგინა დამნაშავის ვინაობა.ის 26 წლის დევინ კელია, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. ის ცოტა ხნით ადრე გადავიდა ტეხასის პატარა დასახლება სათერლენდ სპრინგსში საცხოვრებლად და მის ბინასთან ახლოს ბავშვებთან ქადაგებდა ბიბლიის შესახებ.

როგორც გერმანული გამოცემა “BILD" იუწყება დამნაშავე დაოჯახებული იყო და ორი შვილი ჰყავდა.ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს 2012 წელს აშშ-ის არმიაში მსახურება შეუჩერდა, რადგან მეუღლისა და შვილების მიმართ სასტიკი მოპყრობა ედებოდა ბრალად.ორი წლის შემდეგ ის საერთოდ დაითხოვეს საჰაერო ძალებიდან.

ჯერჯერობით გაურკვეველია ჰქონდა თუ არა დევინ კელის კავშირი რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან.ფეისბუქ–გვერდზე დამნაშავემ რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა იარაღის ფოტო, ცოტა ხანში კი საერთოდ წაიშალა მომხმარებლის მთლიანი პროფილი.


“CNN" –ის ცნობით, დამნაშავე პოლიციის მიერ განხორციელებული დევნის დროს დაიღუპა.მის მანქანაში აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ტიპის იარაღი.სხვა გარემოებები უცნობია.

დაღუპულებს შორისაა პასტორის 14 წლის ქალიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დასახლების მოსახლეობა მხოლოდ 100 ადამიანს ითვლის, რომელთაგან ნახევარზე მეტი საკვირაო წირვას ესწრებოდა.

ერთ–ერთი თვითმხილველის განცხადებით, დასახლება იმდენად მცირე ზომისაა, რომ იქ ხანძარიც კი არ გაჩენილა არასდროს.ყველა ერთმანეთს ცნობდა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდებოდა.


0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0