x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134340
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ჯანსუღ ჩარკვიანი:მერე მოვკვდები ისე ლამაზად ვით დაიბადა ეს ყველაფერი

image

ქართულ პოეზიას კიდევ ერთი ბუმბერაზი მწერალი გამოაკლდა, დღეს დილით 86 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი:


შენ ნუ გგონია,

რამეს ვდარდობ,


რამეს მივტირი,

ნურც იმას ფიქრობ,

უზენაესს რამეს შევუთქვამ,

– მე მიჭირს შენთან გაშორება,

თორემ სიკვდილი?

სიკვდილი რაა – სულის გაყრა

ცოდვილ სხეულთან.


როცა კვირტები აფეთქდებიან, მთებს გადიფრენენ

ფრთების ტკაცუნით, როცა ირმები დაფეთდებიან,

მზეს შეხედავენ რქებში ჩაწურვილს.

როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,

როცა მიწაზე მზე და დარი დგას,

ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს

და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.

როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის

საგვირილოდ და საენძელოდა,

ირემი ირემს ბალახს გაუწვდის

და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.

როცა ძეწნები ატირდებიან

და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,

– შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,

ავტირდები და ავხარხარდები.

მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,

აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,

გავდიადდები, გავსულდიდდები

და ავენთები მამულს კელაპტრად.

შევდგები ცერზე, როგორც ავაზა,

ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,

მერე მოვკვდები ისე ლამაზად,

ვით დაიბადა ეს ყველაფერი.

0
215
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0