x
image
ნინო მესხიძე
ქეთევან დედოფლის ნეშტი ბათუმის საკათედრო ტაძარშია

image


image


ქეთევან დედოფლის ნეშტი ბათუმის საკათედრო ტაძარშია და მას აქ 8 ნოემბრამდე დატოვებენ. დედოფლის სხეულის ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოიტანეს და თბილისში, სამებაში განათავსეს.

image

ნეშტს 6 თვის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეპარქიაში მიიტანენ, რის შემდეგაც კვლავ ინდოეთში დააბრუნებენ.

დედოფლის ნეშტის 6 თვით დაბრუნება საქართველოში მთავრობას 343 310 ლარიდაუჯდა. ფაქტს კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მხიდან.

image

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი [დაახლოებით 1570-1624], რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში წაიღეს დასაკრძალად. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო

0
30
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0