x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი ქალები, რომლებსაც წარსულში კანონთან პრობლემები ჰქონდათ
image ბევრ ადამიანს უნდა უნდა იყოს ცნობილი, მაგრამ ყველას არ ესმის, რომ ეს ძალზე ძნელი მისაღწევია და ძალზე მძიმე ტვირთიცაა. მუდმივი სტრესი, ალკოჰოლი და ხშირად ნარკოტიკების მოხმარება სამართალდამცველების ყურადღებას იპყრობს, შესაბამისას ცნობილების დასჯა ყოველთვის დაჯარიმებით არ მთავრდება, ხშირად ცნობილები ციხეშიც ხვდებიან გარკვეული ვადით.

1. ნაომი ქემბელი
სკანდალურად ცნობილი მსოფლიოში ცნობილი მოდელი, რომელიც ცნობილია მეტსახელით "შავი ავაზა", 9–ჯერ იყო პოლიციაში მიყვანილი სკანდალური და აგრესიული ქმედებების გამო. განსაკუთრებით საკუთარი მოახლეების და სასტუმროების მომსახურე პერსონალის ცემის გამო ჰქონდა ნაომის პრობლემები კანონთან. ერთხელ საბაჟოზე მისი დაყოვნების გამო სახეზე შეაფურთხა მებაჟეს, რის გამოც დააკავეს.

2. პერის ჰილტონი

image 2007 წელს პერისმა გიგოსებს მიღმა დაჰყო 22 დღე, პერისი ციხეში მოხვდა გაფრთხილებების მიუხედავად მანქანის საჭესთან მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის გამო.

3. ლინდსი ლოჰანი
image მსახიობი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს პოლიციაში მიყვანის რეკორდსმენად. მან სამჯერ მოიხადა სასჯელი: მთვრალ მდგომარეობაში მანქანის ტარების გამო, ნარკოტიკების მოხმარების გამო და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.
საერთო ჯამში მან ციხის კამერაში დაჰყო 1 თვე, 2 კვირა და 84 წუთი.

4. დრიუ ბერიმორი
image
მსახიობი ბევრჯერ მოხვდა პოლიციაში, აკრძალული პრეპარატების მოხმარების და შენახვის გამო. თუმცა ადვოკატების წყალობით გისოსებს მიღმა არ აღმოჩენილა.

5. ანა ნიკოლ სმიტი
image
ხელბორკილები "Playboy"–ის მომავალ ვარსკვლავს მანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვის გამო ხელებზე გაუკეთა მისივე დედამ, 1989 წელს, რომელიც პოლიციაში მსახურობდა იმ პერიოდში.


6. კარმენ ელექტრა
image ამ ლამაზმანმა მოახერხა და ისე მიბეგვა თავისი შეყვარებული, რომ საჩივრის საფუძველზე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა 1999 წელს. მეორეჯერ კი კარმენი დააკავეს ჰეროინის შენახვის გამო.

7. ჯეინ ფონდა
image ფიტნეს "გურუ" კლივლენდის აეროპორტში დააკავეს ნარკოტიკების კონტრაბანდაზე ეჭვიტანილის სახით, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს–სააფთიაქო მინიატურული ქილებით მას გადაჰქონდა არა ნარკოტიკები, არამედ გასახდომი საშუალებები.

8. მიშელ როდრიგესი
image ამ ცნობილმა მსახიობმა ორჯერ მოასწრო გისოსებს მიღმა მოხვედრა, საერთო ჯამში 4 დღით. მას გაუმართლა–პირველად ციხეში მოხვედრისას, როცა მას 2 თვით განუსაზღვრეს თავისუფლების აღკვეთა, შტატის ციხეებში თავისუფალი ადგილი არ აღმოჩნდა.
მეორეჯერ კი პოლიციისათვის დაუმორჩილების გამო მოუწია 4 დღით ციხეში ყოფნა.




0
150
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0