x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კრიმინალური არქივიდან: შავი კოლგოტის მანიაკი
imageგასული საუკუნის 80-იან წლებში როსტოვის ოლქში დაიწყო კოშმარული ეპიდემია, ეს მხარე იქცა სერიული მანიაკი-მკვლელების ბუდედ, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა, მარტო როსტოვის ოლქმა მსოფლიოს "აჩუქა" 37 მკვლელი-მანიაკი, რითაც სამარცხვინო #1 ადგილით იწონებს თავს მთელს მსოფლიოში.მათ შორის არიან ანდრეი ჩიკატილო, ვლადიმერ მუხანკინი, რომან ბურცევი და სხვები.ფსიქოლოგები დიდი ხანია იკვლევენ ამ ფენომენს, რომელსაც "როსტოვული სამკუთხედი" უწოდეს, სადაც მოქცეულია ქალაქი შახტი, როსტოვი და ტაგანროგი. დღეს მოგითხრობთ კიდევ ერთ სერიულ მკვლელ იური ციუმანზე, რომელიც ისტორიაში "შავი კოლგოტის მანიაკის"სახელით შევიდა.

image

1990 წლის 13 მაისის ღამეს მილიციაში შევიდა შეტყობინება, ქალაქ ტაგანროგში პირველ შესახვევში, გზაჯვარედინთან გაზონებში აღმოაჩინეს გარდაცვლილი გოგონა, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს შემდეგი სურათი დახვდათ: გარდაცვლილი გოგონა პირქვე იწვა გზის პირას, მთლიანად გაშიშვლებულს მხოლოდ შავი კოლგოტი ეცვა, მაშინ სამართალდამცვებს ამ დეტალისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ.მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს იყო მანიაკის "საფირმო ნიშანი".

image


გარდაცვლილი აღმოჩნდა 17 წლის ანა ლინებერგერი, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გოგონა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი გაგუდეს.

image

ორი კვირის შემდეგ ტაგანროგი შეძრა კიდევ ერთმა მკვლელობამ, მშენებარე აბანოს ტუალეტში აღმოაჩინეს 16 წლის ირინა რიავიკინის გვამი, ანალოგიურად გოგონას ტანზე მხოლოდ შავი კოლგოტი ემოსა.

image

image

მეორე მკვლელობის შემდეგ პატარა ტაგანროგში ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა და შემდგომ მთელს როსტოვის ოლქში გავრცელდა, საქმის გამოძიება დაევალათ უკვე სახელგანთქმულ გამომძიებელს ვიქტორ ბურაკოვს, რომელმაც ჩიკატილოს საქმე გახსა და ფსიქოლოგ ალექსანადრე ბუხანოვსკის .

ქალაქის მაცხოვრებლებს ეშინოდათ ახლად გამოჩენილი მანიაკის, გოგონები შავ კოლგოტებს აღარ იცვამდენენ, სამაგიეროდ შავი კოლგოტის ჩაცმა დაიწყეს სამძებრო განყოფილების ქალმა თანამშრომლებმა, თუმცა მანიაკი ანკესს არ წამოეგო და მორიგი მკვლელობაც ჩაიდინა.

მისი მორიგი მსხვერპლი გახდა 25 წლის მარტოხელა დედა ოლგა კუდინოვა.მკვლელის ხელწერა იგივე იყო.

image

შემდეგი მკვლელობა ციუმანმა 1991 წლის 2 ივლისს ჩაიდინა, ავადმყოფი მეგობრის მოსანახულებლად წასული 17 წლის ოლია ნოვიკოვა შინ აღარ დაბრუნდა.ბოლოს განხორციელებული მკვლელობის დროს ციუმანს დანაშაულის ადგილზე გასაღების შეკვრა დაუვარდა.


ამასობაში ოპერატიულმა მუშაკებმა დაიწყეს მასშატაბური ოპერაცია, 300 000 მაცხოვრებლიან ქალაქში გაიჩხრიკა თითქმმის ყველა სახლი, ძებნაში ჩართული იყო ტაგანროგის მილიციის სრული შემადგენლობა, ექსერტებმა იცოდნენ დამნაშავეს სისხლის ჯგუფი, თმის ფერი და სტრუქტურა, აგრეთვე მიახლოებითი ფსიქოლოგიური პორტრეტი და რაც მთავარია, თითის ანაბეჭდი, რომელიც პრაქტიულად ყველა დანაშაულის ადგილზე დატოვა.შემოწმდა ყველა მამაკაცი 20-იდან 40 წლამდე მაგრამ უშედეგოდ.დამნაშავე ვერ იპოვეს.ამის შემდეგ ბუხანოვსკიმ გადაწყვიტა უპრეცენდენტო ნაბიჯი გადაედგა, მანიაკს ტელევიზიით მიმართა.


ამის შემდეგ დანაშაულები შეწყდა….

ერთი წელი მანიაკის შესახებ არაფერი ისმოდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა იური ციუმანმა სიყვარული იპოვა და ერთი წელი "აღარ ეცალა", რაისამ ერთი წელი გაუძლო მის გაუკუღმართებულ სადისტურ სექსუალურ გამოხტომებს(მოგვიანებით, ციუმანის დაკავების შემდეგ დადგინდა, რომ იგი ფაქტობრივად იმპოტენტი იყო და სექსუალური კავშირის დამყარება ან საერთოდ არ შეეძლო, ან ძალზე იშვიათად)


მორიგ მსხვერპლზე სანადიროდ ციუმანი რაისასთან დაშორების შემდეგ გამოვიდა და პირველსავე ცდაზე გაება.მილიციამ თავიდან მხოლოდ ხულიგნობის ფაქტზე დააკავა, ადმინისტრაციული 10 დღიანი სასჯელი ვადაც დაუდგინა, თუმცა მალევე დადგინდა მისი ნამდვილი ვინაობა.

image

მალე ისიც დადგინდა, რომ ციუმანის "მოღვაწეობა" ბევრად უფრო ადრე, 1986 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მაშინ გოგონა მას შემთხვევით გადაურჩა(თავი მოიმკვდარუნა), შემდეგ ჯარში გაიწვიეს, ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ 1989 წლის ივლისში კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, თუმცა გოგონამ მოახერხა, მანიაკს ხელიდან გაუსხლდა და გაიქცა.

1994 წლის 11 თებერვალს 25 წლის იური ციუმანს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა, თუმცა მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა.

image

image
იხილეთ აგრეთვე

კრიმინალური არქივიდან: ვინ იყო ის სამი ქალი, რომელიც საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასაჯეს

კრიმინალური არქივიდან:საყვარელი რომელიც 10 წელი სხვენში ცხოვრობდა

კრიმინალური არქივიდან:წარმოუდგენელი სისასტიკე- ორი დაქალის ტრაგიკული ისტორია ანუ რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანის ზნეობა

საუკუნის ძარცვა ანუ ძმები კალაჩიანების ისტორია



"გაიძვერა ვანკა"-ლეგენდარული საბჭოთა თაღლითი



"უკანასკნელი რომანტიკოსი" ანუ კაცმა რომელმაც 100 ბანკი გაძარცვა

0
1127
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0