x
image
Maia kordzadze
Mediator image
ვინ წარადგენს საქართველოს "მის მსოფლიო 2017"-ზე?

image


“მის მსოფლიო 2017-ის'' კონკურსის ფინალი18 ნოემბერს ჩატარდება.

ყოველწლიურ სილამაზის კონკურსზე “მის მსოფლიო 2017, '' საქართველოს -23 წლის მოდელი და სახელმწიფო დრამატული ანსამბლი "ერისიონის" მოცეკვავე- ქეთი (ქეთინო) შეყელაშვილი წარადგენს.


image

კონკურსის ფინალი 18 ნოემბერს სანიანში, ჩინეთის კუნძულ ჰაინანში გაიმართება. საქართველოში, კონკურსის პირდაპირ ეთერს, ტელეკომპანია " ტვ პირველი" განახორციელებს.


image

ქეთი შეყელაშვილი, 2016 წელს, ვიცე-მისს საქართველო გახდა. თანამშრომლობს სამოდელო სააგენტო “იმიჯ ცენტრთან''.


გოგონას მოგონებებიდან, მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ის დღეა, როდესაც ის სხვა 15 მოცეკვავესთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ კონცერტისთვის შეარჩიეს.


შეყელაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ხელოვნებათმცოდნეობაში ფლობს ბაკალავრის ხარისხს. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, დაკავებულია ბავშვთა სახლებისთვის თანხების შეგროვებით.


image



ქეთი გატაცებულია კულინარიით და ფერწერით, უკრავს ფორტეპიანოზე, უყვარს ჩარლი ჩაპლინის ფილმები.


სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე, საქართველოს წარმომადგენლების სამოსზე, ტრადიციულად მოდების სახლი "მარიონელა" ზრუნავს, რომელმაც ქეთი შეყელაშვილს საფინალო შოუსთვის საღამოს კაბა და ეროვნული კოსტიუმი შეუკერა.


Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქეთი წერს: „მერგო პატივი საქართველო წარვადგინო "მის მსოფლიო 2017"-ზე. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს".


„მის მსოფლიოს" კონკურსი, რომელიც 1951 წელს დაარსდა, სილამაზის არსებული კონკურსებიდან უძველესია. „მის მსოფლიო 2016"-ზე საქართველო მოდელმა- ვიქტორია კოჩეროვამ წარადგინა.


წყარო: https://sputnik-georgia.ru/georgia/20171018/237798588/Gruziju-na-Miss-mira-2017-predstavit-tancovshhica-ansamblja-Jerisioni.html?utm_source=https%3A%2F%2Fok.ru%2F&utm_medium=short_url&utm_content=fHxc&utm_campaign=URL_shortening



0
67
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0