x
ამერიკელი ათეისტი კომედიანტი ბილ მარი და მისი ცხოვრება და შემოქმედება
ბილ მარი ჯუნიორი დაიბადა ნიუ იორკში 1956 წლის 20 იანვარს. დედამისი ჯულია მუშაობდა მედდად, ხოლო მამა – უალიამ მარი, მუშაობდა რადიოსადგურზე ახალი ამბების რედაქტორად. სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში და 1978 წელს მიიღო ბაკალავრის დიპლომი ხელოვნებაში და ისტორიაში.

1979 წელს მან დაიწყო კომედიური გამოსვლები ნიუ იორკში. ბილ მარი დაბადებულია კათოლიკურ ოჯახში, მაგრამ მისმა ოჯახმა მალევე დატოვა ეკლესია, რადგანაც მისმა მშობლებმა გამოიყენეს კონტრაცეპტივები, რაც ეკრძალებოდათ. ჯულია მარი იგივე ჯულია ბერმანი წარმოშობით გახლდათ ებრაელი.

ბილ მარი აქტიურად მიუთითებს იმაზე, რომ რელიგია არის ავადმყოფობა, ხოლო რელიგიური ადამიანები – ფსიქონევროლოგიურად დაავადებული არსებები.

მართლაც ბილ მარს თუ მოვუსმენთ მივხვდებით; ირაციონალური იდეების სახელით მილიონობით ადამიანი ხდება კრიმინალი, ექსტრემისტი და თავს ესხმის გაბსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს. ბილ მარმა ერთხელ თქვა: "რელიგია საშიშია კაცობრიობისთვის, რადგან მისი ზეგავლენით და შთაგონებით შესაძლოა მოხდეს ბირთვული ომი, ათეისტებმა უნდა აიმაღლონ ხმა, ხოლო ზომიერად რელიგიურები მიხვდნენ რომ ფუჭად კარგავენ დროს, რელიგია უნდა მოკვდეს იმისათვის რათა იცოცხლოს კაცობრიობამ, გაიზარდეთ ან მოკვდით! არჩევანი თქვენზეა..."


მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ გენიალურ პიროვნებას! რელიგია იწვევს ფსიქიურ გადახრებს, მაგრამ რანაერად უნდა ვუშველოთ რელიგიურ ადამიანებს? განა შესაძლებელია რომ ავადმყოფი მიხვდეს რომ ავად არის? ის ხომ ტვინით არის ავად და რა გზით უნდა მივახვედროთ ასეთს რომ ავად არის? მიხვედრა ხომ ტვინით ხდება? თუ ფეხი გტკივა ტვინით მიხვდები, მაგრამ თუ ტვინი გტკივა და ფანტაზიებში ხარ, რანაერად უნდა გამოიტანო ლოგიკური დასკვნა? ეს მართლაც გამორიცხულია...

მეცნიერულ ათეიზმს ახალი მტერი გამოუჩნდა – კრეაციონიზმი, რომელიც ცდილობს დაამახინჯოს მეცნიერება. ბილ მარი აქტიურად იბრძვის გიჟების წინააღმდეგ, მაგრამ ერთადერთი გამოსავალია ალბათ იძულებითი მკურნალობის დანიშნვა რელიგიური ექსტრემისტებისთვის, სხვა გზა არაა და არც იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ბილმა თქვა ქვეყნიერების აღსასრული მართლაც არ აგვცდება...

imageimageimageimage

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0