x
image
ნინო მესხიძე
ქეთი მელუას ყურში ობობა ცხოვრობდა

image
ბრიტანულმა გამომცემლობამ .theguardian - მა საოცარი ინფორმაცია გაავრცელა - ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის - ქეთი მელუას ყურში ობობა ცხოვრობდა.

მომღერალმა ამის შესახებ თავის ინსტაგრამ გვერდზე განაცხადა. ქეთის 1 კვირის განმავლობაში ყურის ტკივილი აწუხებდა, მიზეზი კი არც მეტი არც ნაკლები - ცოცხალი და ჯანმრთელი ობობა აღმოჩნდა.

როგორც მომღერალმა გაიხსენა, ობობა მის ყურში ძველი ხმის ჩამხშობიდან მოხვდა, რომელიც მან ფრენისას გაიკეთა. სავარაუდოდ, ობობა იქ ცხოვრობდა. ექიმის თქმით, მას მსგავსი არაფერი უნახავს.

imageimage “ექიმთან მივედი ყური მტკიოდა. ექიმმა კამერაზე მაჩვენა თუ რატომ მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ იქ პატარა ობობა იყო. ეს პატარა ობობა, თურმე მთელი კვირაა ჩემს ყურში ცხოვრობდა. არ ვიცი საიდან აღმოჩნდა, მგონია, რომ ის იქ ყურსასმენებიდან მოხვდა”, – წერს ქეთი მელუა.




1
1194
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
1194
  
0 1 1