x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
იაპონური ანიმე და მისი მოწინააღმდეგეები პოსტსაბჭოთა სივრცეში და მის გარეთ

იაპონია საკმაოდ მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაა. მიუხედავად იმისა რომ იქ დღესაც ძლიერია კონფუციანური მონური ფსიქოლოგია მასებში, ევროპულმა ლიბერალიზმმა და დემოკრატიამ სერიოზული ზეგავლენა მოახდინა იაპონელ ერზე. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში "მეიჯის რესტავრაციის" შედეგად, როდესაც ამერიკამ იძულებით გახსნა იზოლაციაში მყოფი ჩამორჩენილი იმპერია, დაიწყო კულტურული აღმავლობა. მხატვრობა იაპონიაში ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, აქედან გამომდინარე უკვე მეოცე საუკუნის ათიან წლებში იაპონელმა ანიმატორებმა შექმნეს ის რასაც დღეს ეწოდება – ანიმე, ეს ძალიან წააგავდა დისნეის მულტიპლიკაციას, მაგრამ იმდენად რამდენადაც შეიქმნილი იყო იაპონიაში გააჩნდა სპეციფიკური კულტურული თვისებები და ატრიბუტები. თავიდან ანიმეს ეწოდებოდა "მანგა ეიგა". ანიმე კულტურის და ინდუსტრიის აღმავლობა დაიწყო მეოცე საუკუნის 80–იან წლებში, იმწამსვე მას გამოუჩნდნენ მტრები გაუნათლებელი შოვინისტების სახით, რომლებიც დღემდე ებრძვიან იაპონურ ანიმაციურ ინდუსტრიას. ანიმე შეიცავს 36 ჟანრს; ეროტიკით დაწყებული, სამეცნიერო ფანტასტიკით დამთავრებული. ანიმეში ასახულია ორი ძირითადი იდეა: ტრანსჰუმანიზმი და აზიური მისტიკა. ანტიანიმე მოძრაობა ყველაზე ძლიერია პოსტსაბჭოთა სივრცეში (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ა.შ), ძირითადად ეს იმითაა გამოწვეული რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ძლიერია ანტიამერიკული და ანტიიაპონური, ასევე ანტილიბერალური პროპაგანდა და ხალხის გონებრივი განვითარება და მენტალობაც საგრძნობლად ჩამორჩება ამერიკის, ევროპის და იაპონიის მოსახლეობის დონეს. რუსეთში ყველაზე ძლიერი დამცველი ანიმე ხელოვნებისა გახლავთ ახალგაზრდა (22 წლის) ანიმე მოყვარული და ბლოგერი – დიმიტრი კესიდოვი. არის აგრეთვე კირილ სოეროვი, "სნოდ"-ის ჯგუფი და სხვები, რომლებიც აქტიურად იცავენ ანიმე კულტურას. ანიმეს მტრები ძირითადად ასახელებენ 5 აბსურდულ მიზეზს: 1) ანიმეს მიმდევრებში ბევრი იდიოტია 2) ანიმე ბავშვებისთვისაა 3) ანიმე ტოტალური გარყვნილებაა 4) გრაფიკა არაფრად ვარგა 5) ჩვენ საკუთარი ანიმაციაც გვაქვს! რად გვინდა იაპონური? აი ეს ხუთი მიზეზი აქვთ მათ რაც არის სრული აბსურდი; ჯერ ერთი თუ ანიმეშნიკებში ბევრი იდიოტი არის, მანდ ანიმე არაფერ შუაშია, იდიოტი იქნება ადამიანი თუ არა ეგ ანიმეზე კი არა მშობლებზე და გენეტიკურ მემკვიდრეობაზეა დამოკიდებული და აგრეთვე სახელმწიფოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ანიმე რომ არ უყვართ ისეთებშიც ბევრია იდიოტი (მაგალითად ჯიჰადისტები), მეორეც ბავშვებისთვის განკუთვნილია მხოლოდ 1 ჟანრი - "კოდომო" ესაა ანიმეები 12 წლამდე ბავშვებისთვის, მესამეც ანიმეში არის ეროტიზმი და პორნოგრაფია, მაგრამ ყველა ანიმეში ეს ელემენტები არაა! მაგის გარდა ეროტიკულ და პორნოგრაფიულ ანიმეებს მილიონობით ფანი ჰყავს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე რომ ანიმაციაში სექსუალობის დემონსტრაცია სულაც არაა კოსმიური მასშტაბის ტრაგედია. :))) მეოთხეც, გრაფიკას რაც შეეხება, ნაწილობრივ სწორია, ზოგის გრაფიკა მართლაც პრიმიტიულია, თუმცა არა ყველა ანიმეს გრაფიკა არის ცუდი, ერთი ხელის მოსმით ყველას დაბლოკვა არის უაზრობა, მაგის გარდა ეს უბრალოდ გემოვნების ამბავია და სხვა არაფერი, მეხუთეც კი რუსეთში არის ანიმაცია და საკმაოდ კარგიც, მაგრამ დონით იაპონური და ამერიკული აღემატება, მაგის გარდა გემოვნება ყველას თავისი აქვს და მაგის გამო ჩხუბი უაზრობაა, უბრალოდ შოვინისტი არ უნდა იყო. უაზრობაა და სისულელეა იყო ინდივიდის გემოვნების მოწინააღმდეგე! გემოვნებაზე არ დაობენ! სხვათაშორის ეს მარტო უმეცრების გამო არაა, რუსეთში ძლიერია ანტიიაპონური და ანტიდასავლური პროპაგანდა, რასაც ბევრი უჯერებს. აგრეთვე ამბობენ რომ ანიმე რეალობას აშორებსო ადამიანს... :))) და რა არის ამაში ცუდი? ვის რაში ანაღვლებს კონკრეტული ადამიანი შორდება თუ უახლოვდება რეალობას? და მაგის გარდა მსოფლიოში, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დღესაც ცხოვრების დონე ისეთია, რომ სავსებით არ მიკვირს ბევრი რომ გაურბის იმ დამპალ რეალობას! კორუფცია ზეიმობს და ხალხი შიმშილით იხოცება! და კიდევ სვამთ კითხვას რეალობას რატომ შორდებიანო? ესაა გაქცევა ჯოჯოხეთიდან! მენტალურრი გაქცევა "შოუშენკიდან"! მე ვფიქრობ რომ ანტიანიმეშნიკები უბრალოდ მოცლილი უვიცი შოვინისტებია, რომლებსაც სურთ ცენზურა დააკანონონ. თუ არ იცით გეტყვით რომ ცენზურა ესაა გაბატონებული კლასის იარაღი ხალხის მასების გასაბრუებლად და დასამონებლად. პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებით ძლიერია ნაციონალისტური შოვინიზმი და ქსენოფობია.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0