x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
პავლოვის ავტობუსების ქარხანა(ПАЗ) 85 წლისაა

image



პავლოვის ავტობუსების ქარხანას(ПАЗ) ჯგუფი "გაზ"-იდან, წელს 85 წელი შეუსრულდა, საბჭოთა და რუსული ავტობუსების ბაზრის ლიდერმა თავის არსებობის მანძილზე 750 000 ავტობუსი დაამზადა, ეს არის რეკორდული რაოდენობა.


"პაზის"ხვედრითი წილი ბაზრის ანალოგიურ სეგმენტში 80%-ს შეადგენს, ქარხანა 100 სხვადასხვა მოდიფიკაციის ავტობუსს ამზადებს.

image


პავლოვის ქარხანა 1932 წელს აშენდა, თუმცა მისი თავდაპირველი ფუნქცია მძღოლებისთვის განკუთვნილი ხელსაწყოებით და ავტონაწილებით შემოიფარგლებოდა, მხოლოდ 1952 წელს მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება, პავლოვის ქარხანას შეეცვლა პროფილი და ავტობუსების წარმოებაზე გადასულიყო.


ამვე წელს კონვეირიდან ჩამოვიდა პირველი ხუთი ავტობუსი ПАЗ-651, რომელიც სატვირთო ГАЗ-51-ის ბაზაზე იყო აწყობილი.

image

1958 მზადდება პირველი უკაპოტო, ვაგონის ტიპის ავტობუსი ПАЗ-652, რომელიც გათვალისწინებული იყო რაიონებს და ქალაქგარეთ მარშუტებისთვის.

image

1968 წლიდან პირველად საბჭოთა ავტობუსების წარმოების ისტორიაში მთავარი კონვეირის გაჩერების გარეშე ქარხანა ამზადებს გაუმჯობესებულ მოდელს ПАЗ-672-ს.


image

1989 წლიდან მზადდებაПАЗ-3205 და მისი 30-დე სხვადასხვა მოდიფიკაციის მოდელი.

image


2000 წელს, "პაზი" გაერთიანდა სამრეწველო ჯგუფ "ძირითად ელემენტში". ამ წლების განმავლობაში შეიქმნა ავტობუსების 100-ზე მეტი სახეობა. ავტობუსი "პაზი" არაერთხელ დააჯილდოვა მაღალი ჯილდოებით უმსხვილესი ინდუსტრიულ გამოფენებზე კატეგორიაში "საუკეთესო ქალაქი ავტობუსი" და "საუკეთესო პატარა ავტობუსი".

image

2009 წელს ქარხანამ ახალი ПАЗ--3204 -ის სერიული წარმოება დაიწყო. 2011 წელს "პაზის" სპექტრი ადაპტირებული იქნა ახალი "ევრო -4"-ის გარემოს დაცვის სტანდარტზე. 2013 წელს დამზადდა ავტობუსები ბუნებრივ გაზზე მომუშავე ძრავებით.

image

2011 წელს დაიწყო ახალი ავტობუსების "Вектор"-ის წარმოება. ახალი სერია აერთიანებს სხვადასხვა სიგრძის, კლასის და დანიშნულების ავტობუსებს. ავტობუს Вектор"-ის " მოდიფიკაციები უზრუნველყოფს მგზავრთა ნაკადის სხვადასხვა ინტენსივობით მოძრაობის ოპტიმალურ გადაწყვეტას.

image

2016 /2017 წლებში დაიწყო გაუმჯობესებული «Вектор NEXT»-ის წარმოება, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მოემსახურება ქალაქელებს და სტუმრებს.

image


imageიხილეთ აგრეთვე

0
520
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0