x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნოვოსიბირსკში გახსნეს კაპსულა,რომლის წაკითხვაც 2017 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავზე იყო დაგეგმილი
imageკაპსულა 1967 წლის 4 ნოემბერს ჩაიდო ნოვოსიბირსკში პავლოვის სახელობის კულტურის სახლის კედელში, დიდი ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთავთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ნოვოსიბირსკის რაიკომის სკკპ საზეიმო სხდომაზე მიიღეს.კაპსულა-გზავნილი 50 წლის შემდეგ, დიდი ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავზე უნდა გახსნილიყო.

image

კაპსულის საზეიმო გახსნა 2017 წლის 4 ნოემბერს კუტურის სახლთან შედგა, ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი დეპუტატები და ქალაქის მერი ანატოლი ლოკოტი.გზავნილი მომავალში სამგვერდიანია.თავიდან საუბარია თუ როგორი იყო ქალაქი და როგორია ამჟამად, ბოლოს კი გზავნილი-მიმართვა 2017 წლის მაცხოვრებლებს, რომელიც მსუბუქად რომ ვთქვათ, საკმაოდ მიამიტურია და ირონიის გარეშე ვერც წავიკითხავთ(იმ შემთხვევაშიც კი, დავუშვათ, რომ საბჭოთა კავშირს და კომუნისტურ პარტიას დღეისთვის ისევ ეარსება )

image


"ძვირფასო შთამომავლობავ, დღეს თქვენთან არაჩვეულებრივი დღეა, -საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 100 წლისთავი, მხურვალედ გილოცავთ დიად იუბილეს, ვიცით, რომ ჩვენი ეპოქა საინტერესოა, თქვენი დრო კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ჩვენ კომუნიზმს ვაშენებთ, თქვენ კომუნიზმში ცხოვრობთ.

ჩვენ გვჯერა, რომ შესანიშნავად აღჭურვეთ ჩვენი ცისფერი პლანეტა, აითვისეთ მთვარე და გადასხდით მარსზე, აგრძელებთ კოსმოსის შტურმს, რომელიც 50-იანი წლების თაობამ წამოიწყო, ხოლო თქვენი ხომალდები უკვე დიდი ხანია გალაქტიკაში დაჰქრიან.

თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა არამიწიერ ცივილიზაციებთან სამეცნიერო და კულტურულ საკითხებზე, ჩვენ გვჯერა, რომ საქმეს, რომელიც 50 წლის წინ წამოიწო ჩვენმა მამა-პაპამ, ვაგრძელებთ ჩვენ, ხოლო საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანთ თქვენ"-ნათქვამია გზავნილში.

image

"

0
1096
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1096
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0