x
geoრეპერები და geoპოეტები, ის, რაც უნდა იცოდეთ.

უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში იქმნება თანამედროვე მუსიკა, რომლითაც შოუბიზნესი თავს იწონებს. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს მუსიკის ის სფერო, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უკანა პლანზე იყო გადაწეული. ეს რეპია. kay g, fula, sf-x, young mic, 3nemy, pele, mc qourum და სხვა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ რეპერების, რომლებიც მართლაც საოცარ მუსიკას ქმნიან და არ ჯდებიან გარკვეულ ჩარჩოებში. არ უნდა გამოგვრჩეს ისეთი ჯგუფები, როგორებიცაა: nick green, ras green, qseli 56 და ა.შ. ჩვენი ახალგაზრდა მეგობრები მუდმივად გვთავაზობენ სიახლეებს. ბოლო პერიოდში ძალიან პოპულალური გახდა pvp batle, რომელშიც ზემოთ აღნიშნული რეპერები მონაწილეობენ. ახალგაზრდა მაყურებელი სოციალურ ქსელში დიდ პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ. სოციალურმა ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა და ქართველ მსმენელს მისცა უკეთესი მუსიკის მოსმენის საშუალება. ამავდროულად, ჩვენ აღმოვაჩინეთ უამრავი ნიჭიერი მუსიკოსი, რომელიც ქართულ რეპში საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვის.

image



აღნიშნული ბატლები საკმაოდ საინტერესო გამოდის.

image

სწორედ ბარ #meoba-ში იკრიბებიან ჩვენი რეპერები და მართავენ შეხვედრებს, რომლებიც შემდეგ ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება. ამ დროისათვის მაყურებელი ელის ფინალურ ეპიზოდს, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო, ფინალი დაუდგენელი ვადითაა გადადებული. წარმატებას ვუსურვებთ ქართველ რეპერებს და ველით ახალ სიმღერებს.

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:მღებრიშვილი გვანცა
მღებრიშვილი გვანცა
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0