x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გამნაღმველი ძაღლი ამერიკელებმა დაკრძალეს, როგორც გმირი სამხედრო ცერემონიის სრული დაცვით

image

ამერიკის შეერთებული შტატებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ მასკეგონში, გაიმართა ცერემონია, სადაც სამხედროები და მთელი ქალაქი ემშვიდობებოდა ლაბრადორის ჯიშის გამნაღმველ ძაღლს სინას. სინა მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებში გამნაღმველად. უკანასკნელ გზაზე 10 წლის ძაღლს, რომელსაც ძვლების სიმსივნე დაუდგინეს ბოლო სტადიაში, აცილებდნენ არა მხოლოდ სამხედროები, არამედ პოლიციელებიც, სახანძრო–სამაშველო სამსახურიც და ქალაქის რიგითი მოქალაქეებიც.
ასეთი დაკრძალვა და ცერემონია ძაღლს მოუწყო მისმა მებრძოლმა მეგობარმა ჯეფ დე იანგმა, რომელთან ერთად ცხოვრობდა ძაღლი პენსიაზე გასვლის მერე 2014 წლიდან.
ჯეფს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მის სურვილს და თხოვნას–მოეწყოთ მისი მეგობარი ძაღლისათვის გამოსამშვიდობებელი ცერემოანია, ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა.
ამერიკელებმა პატივი მიაგეს ძაღლს, რომლის ყნოსვამ და ალღომ უამრავი ამერიკელი ჯარისკაცი თუ ოფიცერი გადაარჩინა, ნაღმების მოძებნით დაღუპვას თუ დასახიჩრებას ავღანეთში, სამჯერ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის დროს.
სამუზეუმო ხომალდამდე "USS LST-393", სადაც სიმსივნის ბოლო სტადიაზე მყოფ ლაბრადორს ევთანაზია გაუკეთეს ძაღლს მიაცილებდა სპეციალური კორტეჟი, ევთანაზიის მერე კი გამნაღმველი ძაღლი გამოასვენა ჯეფმა, ძაღლს გადაფარებული ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დროშა. ძაღლს სამხედრო პატივი მიაგეს სამჯერ გასროლით, დაუკრეს სამგლოვიარო მარში, ხოლო შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ღვთისმსახურმა.
imageimageimageimage



0
114
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0