x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133855
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
"მივხვდი, რომ კარგად აღარ გავხდები. ეგ მაგიჟებს. ვერ ველევი! " - გოდერძი ჩოხელის უკანასკნელი ჩანაწერი
image

ყველასათვის საყვარელი გოდერძი ჩოხელი, არ არსებობს ვინმე მის შემოქმედებას გაეცნოს და გულით არ შეიყვაროს, პირადად ჩემთვის, ის გამორჩეულია თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით, ჩვენ კი როგორც გვჩვევია გავწირეთ... მოგვიკვდა, ვერაფერი ვიღონეთ, ვერ გადავარჩინეთ და როგორ მენანება....

თუმცა თითქმის ყველა გენიუალური ავტორი ასე გარდაიცვალა...

გთავაზობთ მის ჩანაწერს:



ჩემი უბედურება იცი რა არი? იმედი მაქვს გადაწურული.

მივხვდი, რომ კარგად აღარ გავხდები. ეგ მაგიჟებს. ვერ ველევი! ვერ შევეგუე, რო ცუდად ვარ და კარგად აღარ ვიქნები. გარეთ არ შემიძლია გავიდე. ჰაერი რო ჩავისუნთქო, ისე მომიჭერს ხოლმე, თითქო მარწუხებს მიჭერენ. ეხლაც, ან ცივი წყალი რო დავლიო, ცუდად ვხდები.

ხშირად სიცოცხლის ღონე არ მაქვს. 53 წლის ვარ. მაგაზე მწყდება გული. მამაჩემი 80 წლისაა და მთებში თიბავს. მინდოდა მეც ეგრე ვყოფილიყავი… ვყოფილიყავი რა, მეცოცხლა რა, თან გამეხარა, რა იქნებოდა! აღარც ჭრელი ქვის ქვეშ ვიქნებოდი, აღარც დახატული, აღარც ქართულ მიწას ვიგრძნობ. გულ-მუცელში მიტრიალებს, თავში მირტყამს ნერვები.

გუშინ გარეთ გავედი და ძალიან ცუდად გავხდი. ძლივს მოვედი სახლში. სხვებს რომ ვუყურებ, ცუდად არიან და დაბეჩავებულები, იმათზე ცალკე მწყდება გული.

მეც მინდა ყოჩაღად ვიყო. კი არ მშურს. განა ბოღმა მაქ, მეც მინდა, რო კარგად ვიყო. რო ვეღარა ვარ, მოვრბივარ, რო დავწვე, იქნებ მოვკვდე. არ ვკვდები. ქალაქში დამემართა ესა. ჩემი და მეპატიჟება, მაგრამ… ისიც ვერ გაუძლებს ჩემს ტკივილს. მე კონტაქტი და ურთიერთობა აღარ შემიძლია ხალხთან. “გველისმჭამელი” რო იყო, იმანაც ხო იცოდა ჩიტების, ბალახის ენა და მერე დაკარგა… აი, ეგრე ვარ. გრძნობა დავკარგე – სიტყვის თქმის უნარი.

გალობენ ჩიტები, ჩემს გულში კი გალობა არ შემოდის, თითქოს ტყვიაა, ვერ ვგებულობ იმ გალობის გემოს…


გოდერძი ჩოხელის უკანასკნელი ჩანაწერიდან

0
1837
7-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1837
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0