x
image
melody_inside
რატომ შეიძლება ღამით ჭამა?

image



რატომ შეიძლება ღამე ჭამა?

ვახშამი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც სადილი, მაგრამ მიუხედავად ამისა საკვების მიღების ეს პროცესი არ შეიძლება იყოს იგნორირებული. შეისწავლეთ არგუმენტები და მიეცით თავს უფლება ივახშმოთ მაშინაც კი, თუ თქვენი მიზანი არის გახდომა.


სადილის საკითხი გაცილებით მარტივადაა, ვიდრე ვახშმის. არავინ არ იკამათებს საკვების პირველად მიღების აუცილებლობაზე და არ დაიწყებს მტკიცებას, რომ ის მავნებელია. ვახშმის საქმე კი გაცილებით რთულია. ბევრი დღემდე ცხოვრობს იმის რწმენით, რომ ყველა გამხდარი ადამიანი საღამოს ექვსი საათის შემდეგ არ ჭამს საჭმელს. მეცნიერები და ექიმები გამუდმებით ირწმუნებიან, რომ ღამე ჭამა შეიძლება, მაგრამ ცრურწმენები მეცნიერულ აზრზე ძლიერი აღმოჩნდა.

სრული აკრძალვა – ყველაზე მარტივი, მაგრამ არა ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

იმის მაგივრად, რომ შეისწავლონ ინფორმაცია დიეტოლოგიიდან და ჩაუღრმავდნენ პროდუქტების თვისებებს, ადამიანებს ურჩევნიათ უბრალოდ აიკრძალონ ვახშამი. თუმცა იციან, რომ ისეთი ძლიერი შიმშილის გრძნობა ექნებათ, რომ ვერ დაიძინებენ, მაგრამ ეს მათ არ აკავებთ. ექიმების მიერ ასეთი ქცევა შეფასებულია, როგორც ძალიან დიდი სიბრიყვე. ორგანიზმმა არ უნდა იშიმშილოს, რადგან სხვაგვარად ის ვერ შეძლებს განახორციელოს ნორმალური ფუნქციონირება.



ვახშმის აკრძალვის არარსებობა კი არ ნიშნავს იმას, რომ საღამოს შეიძლება შეუზღუდავად ჭამა და ღვინის და დესერტის მიყოლება.



ზედმეტი ჭამა, ისევე როგორც შიმშილი, მავნებელია. ის ახდენს არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების გაჩენის პროვოცირებას, არამედ იწვევს სინდისის ქეჯნას.



ექვსი საათის შემდეგ კვების აკრძალვის თავგადადებული მიმდევრებიც კი ამ წესს მთელი ცხოვრება ვერ დაიცავენ. ადრე თუ გვიან ორგანიზმი რეაგირებას მოახდენს ამ უგუნურ შეზღუდვაზე და აიძულებს მას დაფიქრდეს.

საკვების ბოლო მიღების დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაცილებით მნიშვნელოვანია მისი მოცულობა და ვახშმის შემადგენლობის ხარისხი. გახსოვდეთ, რომ ძილის დროსაც ორგანიზმი ენერგიას ხარჯავს და თუ მას დატოვებთ ენერგიის წაყაროს გარეშე, ეს გამოიწვევს სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემის გამოფიტვას.

მსუყე ვახშამი და მისი სრული უგულველყოფა -ეს ორი უკიდურესობაა, რომელსაც უნდა ვერიდოთ. თქვენი ამოცანაა -ორიენტირება გააკეთოთ ჯანსაღი კვების პრინციპებზე, იცნობდეთ თქვენს ორგანიზმს და გესმოდეთ, რა სჭირდემა მას მოცემულ მომენტში.

ოქროს შუალედის პოვნაში დაგეხმარებათ ვახშმის ორგანიზების წესების კრებული.




ვახშმის წესი:


. ვახშამი უნდა შედგებოდეს იოლად ასათვისებელი პროდუქტებისგან, ტკბილეული და ცომეული მათ არ მიეკუთვნება;

. პრიორიტეტი ცილოვანი წარმოშობის საკვებს მიეკუთვნება, ცხიმიან საკვებს მოერიდეთ. ჯანსაღი ვახშმის მაგალითია - ორი ჭიქა კეფირი და მწვანე ვაშლი;

. ვახშამი უნდა შედგეს მინიმუმ ერთი საათით ადრე დაძინებამდე;

. არ დალიოთ ბევრი წყალი, ის ხელს უწყობს შეშუპებას;

. ჩაი და ყავა ბევრ კოფეინს შეიცავს, საღამოს მათი დალევა დაძინებას შეუშლის ხელს;

. არ დაიჯეროთ, რომ ალკოჰოლი ხსნის სტრესს და ადუნებს. პირიქით, ალკოჰოლური სასმელი აღაგზნებს ნერვულ სისტემას, გაიძულებთ გაიხსენოთ ძილის წინ უსარგებლო აზრები, ხელს უშლის ხარისხიან გამოძინებას და მეორე დღეს განწყობას გიფუჭებეთ ბახუსი.

იხილეთ ასევე:

1. დასახელდა ყველაზე არაეფექტური და უსარგებლო სამედიცინო პროცედურები!

2. მწეველებო- გსურთ თავი დაანებოთ მოწევას? (ჩაი მწეველებისთვის)

3. ხელოვნური ვიტამინები სასიკვდილოა! -აცხადებენ მეცნიერები.

0
386
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0