x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პედაგოგ ქალს, სასამართლომ 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსის გამო

image ამერიკის შტატ ოკლაჰომას სასამართლომ გამოიტანა განჩინება –პედაგოგმა ქალმა მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს მოსწავლეს, რომელთანაც სექსუალური კავშირი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგ ქალს არ შეუძლია ამ მოცულობის თანხის გადახდა.
პედაგოგი ჯენიფერ კასუელი ციხეში იხდის 10 წლიან სასჯელს ბრალებით–"არასრულწლოვანი მოსწავლის გარყვნა". გამოძიებით დადასტურდა, რომ აღნიშნულ პედაგოგ ქალს სექსუალური სახის ურთიერთობა ჰქონდა 15 წლის მოსწავლე ბიჭთან. მოზარდის მამამ, როგორც კი გაიგო მისი შვილისა და პედაგოგი ქალბატონის სექსუალური სახის ურთიერთობის შესახებ, დაუყოვნებლივ შეიტანა საჩივარი პედაგოგის წინააღმდეგ, განაცხადა რა, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილმა პედაგოგ ქალთან სექსის გამო მიიღო ემოციური სახის სტრესი, რაც ცუდად აისახა მის სულიერ მდგომარეობაზე.
შტატის სასამართლომ პედაგოგს შტატის კანონებით მაქსიმალური 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მიუხედავად ამისა არასრულწლოვანი მოსწავლის მამამ მეორე საჩივარი შეიტანა სასამართლოში მოთხოვნით, არასრულწლოვანი შვილის გარყვნისათვის პედაგოგმა ქალბატონმა გადაიხადოს მილიონი დოლარი.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს სასამართლომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პედაგოგს დააკისრა ერთი მილიონი დოლარის გადახდა არასრულწლოვანი მოსწავლის სასარგებლოდ–იუწყება "New York Daily News".


0
69
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0