x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა არის დედამიწის შიგნით?
image

ვიდრე დედამიწის სიღრმეში «ჩავიხედებით», ჯერ ის გავარკვიოთ, თუ როგორ წარმოიქმნა დედეამიწა. როგორც ცნობილია, ჩვენი პლანეტის ჩამოყალიბების პერიოდი ხანგრძლივი და ძალიან მშფოთვარე იყო: თავიდან ის გავარვარებული თხევადი გუნდა იყო, რომელიც გაზის, მტვრის და ციური სხეულებისგან შედგებოდა.


image


შემდეგ გაგრილდა, ნაჭუჭისებური ქერქი გადაეკრა და ვულკანების პერიოდი დაიწყო.


image

მართალია ზემოდან ქერქი გრილი იყო, მაგრამ პლანეტის წიაღში ყველაფერი დუღდა, პერიოდულად ქერქი სკდებოდა და მიწის ზედაპირზე ლავა იღვრებოდა. თანდათანობით დედამიწის შიგნით ნივთიერებები გადანაწილდა, რაც შედარებით მძიმე იყო, ცენტრისკენ წავიდა და იქ ბირთვი შექმნა. ხოლო, უფრო მსუბუქი, დედამიწის ქერქთან ახლოს დარჩა. ისე მოხდა, რომ ბირთვში დიდი რაოდენობით რკინა მოგროვდა და დედამიწას მაგნიტური ველი გაუჩნდა.


image

სწორედ ამ ველის არსებობის გვაძლევს კომპასის გამოყენების და ადგილზე ორიენტირების საშუალებას. გარდა ამისა, მაგნიტური ველი იცავს დედამიწას მზის მავნე ზემოქმედებისგან.



image

ქერქისა და ბირთვის გარდა, დედამიწის სიღემეში, არის კიდევ ერთი ფენა, რომელსაც მანტია ეწოდება. მანტია, ბირთვისგან და ქერქისგან განსხვავებით, თხევადია და მასში ცხელი მასები მოძრაობენ. თუმცა, ქერქი იმდენად გამყარდა, ასობით მილიონი წლის მანძილზე, რომ მას ზემოთ ამოსვლის საშუალებას არ აძლევს. თუმცა, ზოგიერთ ადგილზე, სადაც ლავის ძველი არხები შენარჩუნებულია, ის მაინც ამოდის და ამ პროცესს, ვულკანის ამოფრქვევა ჰქვია.

ამრიგად, დედამიწის ცენტრში მდებარეობს ბირთვი, რომელსაც დედამიწის გულსაც ეძახიან. ბირთვის ირგვლივ მანტია აკრავს (მანტია ბერძნული სიტყვაა და ზედა ტანსაცმელს ნიშნავს), ხოლო მანტიის ზემოთ, ქერქი არის.

დედამიწა, აგებულების მიხედვით, შეგვიძლია კვერცხს შევადაროთ: ბირთვი არის – გული, მანტია – ცილა, ხოლო ქერქი – ნაჭუჭი.


image


დედამიწის გული, ისევე როგორც მანტია, გავარვარებულია და მისი ტემპერატურა მზის ზედაპირზე არსებული ტემპერატურის (5-6 ათასი გრადუსი) ტოლია. რაც შეეხება მანტიის ტემპერატურას, ის გულიდან ქერქის მიმართულებით თანდათანობით კლებულობს და დედამიწის ზედაპირიდან 150 კმ. სიღრმეზე, – 1000 გრადუსია.


image

დედამიწის ქერქი


დედამიწის ქერქის სისქე ყველგან ერთნაირი არ არის. ოკეანეების ქვეშ მისი სისქე 7 კმ-ია, ხოლო ხმელეთზე, მთებში 70 კმ! დედამიწის ქერქის თხრას თუ დავიწყებთ მანტიის მიმართულებით, უამრავი სახის ქვა შეგვხვდება: ცარცი, ქვანახშირი, მარილი, რომელსაც ადამიანები მაღაროებში მოიპოვებენ. ქვების გარდა, დედამიწის ქერქში, არის ნავთობი, გაზი და სხვადასხვა სახის ლითონები (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი...) და ყველაფერ ამას, ერთობლიობაში, სასარგებლო წიაღისეული ჰქვია. წიაღისეული შეიძლება ახლო იყოს დედამიწის ზედაპირთან ან ძალიან ღრმად იყოს და მის მოსაპოვებლად, სპეციალური მიწისქვეშა ლიფთებით ჩადიან მაღაროელები. ყველაზე ღრმა მაღარო, რომელშიც ოქროს მოიპოვებენ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია. მისი სიღრმე 5 000 მ-ია და ტემპერატურა +50 გრადუსზე მეტია. უფრო ღრმად, ადამიანი ჯერ არ ჩასულა.

სასარგებლო წიაღისეულიდან საკვებად, მხოლოდ მარილი გამოიყენება.

ძალიან რთულია დედამიწის ქერქის შესწავლა, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა მისი ზედაპირი. მაგალითად, ჰიმალაის მთების მწვერვალი ჯომოლუნგმა (ევერესტი) ყველაზე მაღალი ადგილია დედამიწაზე. მისი სიმაღლე 8848 მეტრია. ამ მანძილის გავლა, სწორ გზაზე, 2 საათში შეიძლება, მაგრამ მთაზე ასვლისას, სიმაღლის მატებასთან ერთად, ტემპერატურა კლებულობს, ცივა და სუნთქვა რთულდება. მაშინაც კი, თუ მთის ძირში ზაფხულია და ყველაფერი მწვანედ ბიბინებს, იქვე, 4 კმ-ის მოშორებით, ზევით, ნამდვილი ზამთარი არის. გამუდმებით ძლიერი ქარი ქრის და არც ზვავის წამოსვლის შემთხვევა არის იშვიათი. ხოლო, როდესაც წვიმს და ჭექა-ქუხილია, ირგვლივ ყველაფერი დენით იმუხტება. თუმცა, მიუხედავად ამ სირთულეებისა, 1953 წელს, ადამიანებმა მწვერვალი მაინც დაიპყრეს და მას შემდეგ, დაახლოებით, 900 კაცია დედამიწის ყველაზე მაღალ ადგილზე ნამყოფი.

არანაკლებ საინტერესოა ხმელეთის სხვა ადგილები, რომლებიც მომდევნო გაკვეთილში ( § 7. ხმელეთი დიდი და პატარა) იქნება განხილული.imageimageჯომოლუნგმა – მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალიimageდა ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ დედამიწა, მზის სისტემის ყველა პლანეტა და მზე, გიგანტური ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ მიღებული ნაშალი მასალით შეიქმნა. ანუ დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზე არის: რკინა, ოქრო, ვერცხლი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც მილიარდობით წლის წინ არსებულ ვარსკვლავში შეიქმნა, დღეს მხოლოდ მიწაში კი არა, ჩვენს ორგანიზმშიც არის. imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

§ 1. სახლი დიდი და პატარა. გეოგრაფია პატარებისთვის

§ 2. დედამიწა, როგორც კოსმოსური ხომალდი. გეოგრაფია პატარებისთვის

§ 3. სად არის ქვეყნის დასალიერი? გეოგრაფია პატარებისთვის

§ 4. მოგზაურები და გეოგრაფიული აღმოჩენები. გეოგრაფია პატარებისთვის

§ 5. რომ არ დავიკარგოთ. გეოგრაფია პატარებისთვის

imageimage


image

0
1235
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0