x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მიწების დაბრუნების მოთხოვნით „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისთან დედოფლისწყაროელები შეიკრიბნენ

image
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობასა და ბანკის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

მათთან ერთად ადგილზე იმყოფება პარლამენტის წევრი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. აქციაზე გამოჩნდა ამ სოფლის მკვიდრი სასულიერო პირი, დეკანოზი გაბრიელ ბენიაიძეც.

როგორც პარლამენტარმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობასა და ბანკს შორის შუამავლის როლს ასრულებს და მათი ადგილზე ყოფნა ამის დასტურია.

„აქ ვიმყოფებით, რათა გაირკვას, რა დათმობებზე წავა ბანკი, რა მინიმალური ფასი შეიძლება შესთავაზონ მოსახლეობას. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ადგილობრივებისთვის იქნება თუ არა ეს წინადადება მისაღები“ - აღნიშნავს ირაკლი შიოლაშვილი.


რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია დედოფლისწყაროშიც გამართეს. მოსახლეობასა და ბანკის მიერ დაქირავებულ დაცვას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. შეგახსენებთ, ქედების ზონის მაცხოვრებელთა მიწები 2010 წელს გასხვისდა, კომპანიამ 2012 წელს „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დატვირთა, 2016 წლიდან კი ბანკის საკუთრებაში გადავიდა.

0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0