x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქართველებს სხვანაირი გარეგნობა აქვთ შავგრემნები არიან ბოშებს წააგვანან - ჯონ სტეინბეიკი ქართველებზე
1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის (ლიტერატურის დარგში) მეოცე საუკუნის კლასიკოსი ამერიკელი მწერლის ჯონ სტეინბეკის მოგზაურობა რუსეთში 1947 წელს ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად.


ამ მოგზაურობის შემდეგ დაიწერა წიგნი "რუსული დღიური".


რამდენიმე ამონარიდი ამ გენიალური წიგნიდან ქართველების და საქართველოს შესახებ.



image


ქართველებს სხვანაირი გარეგნობა აქვთ. შავგვრემნები არიან, ბოშებს წააგვანან, ელვარე კბილები და გრძელი, ლამაზი ცხვირი აქვთ, თმა კი ტალღოვანი. თითქმის ყველა კაცი ულვაშს ატარებს და ისინი ქალებზე ბევრად მიმზიდველები არიან. გამხდრები და ენერგიულები არიან, შავი თვალები უციმციმებთ. ადრეც წაგვიკითხავს და მოგვიყვნენ კიდეც, რომ ისინი ძველი სემიტი ხალხია, ევფრატის ხეობაში ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ ბაბილონის დროს. ისინი შუმერები არიან და მათი მოდგმა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ფიცხი, ამაყი და მხიარული ხალხია. რუსი ხალხები აღტაცებულნი არიან მათით. ყოველთვის მათ ძალასა და ენერგიაზე, მათ მოხერხებულობაზე ლაპარაკობენ, დიდებული კავალერები და მებრძოლები არიანო. ქართველი კაცები რუს ქალებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობენ. პოეტი ხალხია, კარგი მოცეკვავეები და მომღერლები არიან და როგორც ამბობენ, დიდებული საყვარლებიც. ასეც იქნება, ისეთ ბუნებაში ცხოვრობენ და ამ ორი ათასი წლის მანძილზე იმდენი ომი გადახდათ თავს.


image

ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ. ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც. ისინი იტალიელებივით მხიარულები იყვნენ და ბურგუნდიელებივით ძლიერები. ყველაფერი გამოსდიოდათ რასაც ხელს მოკიდებდნენ. ბევრად განსხვავდებოდნენ სხვა რუსი ხალხებისაგან, რომლებიც იქამდე გვენახა და ადვილი მისახვედრი იყო, სხვა საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეები რატომ აღმერთებდნენ მათ, ქართველებს. ტროპიკული კლიმატია მათი ენერგიის წყარო. ვერაფერი მათ სულს ვერ დასცემს და მათ თვითმყოფადობას ვერ დაუკარგავს. ამის მცდელობაში ამაოდ იყვნენ საუკუნეების მანძილზე დამპყრობლები, მეფის რუსეთის არმიები, მტარვალები და აქაური წვრილი თავადაზნაურებიც. ყველას ქართველების გატეხვა სურდა, მაგრამ კვალიც ვერ დაამჩნიეს მათ ძლიერ სულისკვეთებას.


image

ქართველები უელსელებივით კარგი მომღერლები არიან. ათი კაციდან ალბათ შვიდს მშვენიერი ხმა აქვს. სუფრაზე მომაჯადოვებელი გუნდური სიმღერის ხმა გაისმა. მათ მთის მწყემსებისა და ძველი მეომრების სიმღერები იმღერეს. მომღერლებს იმდენად კარგი ხმები ჰქონდათ და ისე შეწყობილად მღეროდნენ, რომ კაცი იფიქრებდა პროფესიონალთა გუნდიაო. შემდეგ სიმღერის ტემპი აჩქარდა, ორმა კაცმა სკამები ამოატრიალა და მათზე დაიწყო დაკვრა, დანარჩენებმა ტაში შემოკრეს, სამზარეულოდან ქალები გამოენთნენ და ცეკვა გააჩაღეს, კაცებიც წამოხტნენ სუფრიდან და მათ შეუერთდნენ. ეს მომაჯადოვებელი საცეკვაო სიმღერა იყო, ცეკვა კი ტრადიციული ქართული, ქალ-ვაჟი ხან ცალ ცალკე ცეკვავდა ხანაც ერთად ფეხის სწრაფი ჩაკვრებით. ასეთი იყო წახემსება და თითო ჭიქა ღვინო ქართული სოფლის ოჯახში.


image

სადაც არ ვყოფილვართ რუსეთში, მოსკოვში, უკრანაში, სტალინგრადში, მუდმივად საქართველოს ჯადოსნური სახელი გვესმოდა. ადამიანები, რომლებიც არასოდეს ყოფილან საქართველოში და ალბად არც არასოდეს მოხვდებიან, საქართველოზე საუბრისას ლტოლვასა და ძლიერ აღტაცებას ამჟღავნებდნენ. ქართველებს მოიხსენიებდნენ როგორც სუპერ ადამიანებს, ძლევამოსილ მსმელებს, საუკეთესო მოცეკვავეებს, ჩინებულ მუსიკოსებს, საუცხოო მუშაკებსა და შეუდარებელ საყვარლებს. ეს კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მდებარე ქვეყანა, მათთვის მეორე სამოთხე იყო. რუსების უმრავლესობას იმის იმედი აქვს, რომ თუ პატიოსანი და უბიწო ცხოვრებით იცხოვრებენ, სიკვდილის შემდეგ საქართველოში მოხვდებიან და არა სამოთხეში. ეს არის ქვეყანა, რომლის მიმართ კლიმატი კეთილგანწყობილია, რომელიც მდიდარია მიწით და საკუთარი პატარა ოკეანეც კი აქვს. მთავრობა მოხელის მიერ კარგ სამსახურს საქართველოში მოგზაურობით აჯილდოვებს. ეს არის ადგილი, სადაც დიდი ხნის ნაავადმყოფარები ძალებს აღიდგენენ. საქართველო ომის დროსაც პრივილეგირებული აღმოჩნდა, რადგან გერმანელები აქ არ შემოსულან და არც მათ თვითმფრინავებს უფრენია საქართველოს თავზე. ეს ერთ ერთი გამონაკლისი ადგილია, რომელიც ომს არ დაუზარალებია.


image

-

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი!

მშვიდობა დედამიწას.

0
1479
5-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
1479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0