x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კურიოზი იტალიურად -მამაკაცს ორი უბედურება შეემთხვა ერთ დღეში,სახლი გაუქურდეს და გაიგო,რომ ცოლი ღალატობდა
image

მამაკაცს ქალაქ ვინჩეცოდან ერთ დღეში ორი უბედურება დაატყდა თავს, შინ მოსულმა აღმოაჩინა, რომ სახლი გაქურდულია, შემდეგ კი გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს იტალიური გამოცემა Il Gazettino.



54 წლის მამაკაცი სამსახურიდან დაბრუნდა სახლში და აღმოაჩინა, რომ ბინა გაქურდულია, მძარცველებმა სახლიდან წაიღეს ძვირფასეულობა და აგრეთვე სეიფიდან მოიპარეს 7 ცალი სხვადასხვა სახეობის ცეცხლასროლი იარაღი, რომელსაც იტალიელი მამაკაცი აგროვებდა.


კაცი მეზობელთან გავიდა, რომ გაერკვია, შემთხვევით ხომ არ დაუნახია მძარცველები ან რაიმე ხმა ხომ არ გაუგია..თუმცა მეზობლის კაცთან აღმოაჩინა საკუთარი ცოლი, რომელიც მის საწოლში კოტრიალობდა.


სკანდალი განმუხტეს ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა(კიდევ კარგი იარაღი მოიპარეს, თორემ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო დამძიმებულიყო)


აღსანიშნავია, რომ კარაბინერებმა მოპარული იარაღი მეორე დღეს იპოვეს ქალაქის გარეუბანში, თუმცა ჯერჯერობით მამაკაცისთვის არ დაუბრუნებიათ.

1
557
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
557
  
2017, 3 ნოემბერი, 19:02
ზოგი ჭირი მარგებელიაო :))
0 1 1