x
image
კატაპულტი
ყველაზე სექსუალური გაზ–გასამართი სადგური მსოფლიოში
image
მომხმარებელთა მისაზიდად უკრაინის დედაქალაქში გაზ–გასამართი სადგურის მფლობელს საუცხოო იდეა მოუვიდა თავში: ვინც ბიკინის ფორმაში მივიდოდა ავზის შესავსებად, იგი უფასოდ მიიღებდა საწვავს.ბუნებრივია აქცია დროებითი იყო და დიდხანს არ გაგრძელებულა.

ალბათ.ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მძღოლი სიხარულით მიდიოდეს საწვავის ჩასასხმელად ავტომანქანაში, თუმცა ერთ–ერთი გაზ–გასამართი სადგურის მფლობელმა ისეთი რამ მოიფიქრა, რაზედაც უარს ბევრი არ იტყოდა. მან მომხმარებლისათვის ორი მიმზიდველი მომენტი “დაიჭირა", კერძოდ, 1.საწვავის უფასოდ შეთავაზება და 2. სუპერ–სექსუალური გარემო.

სარეკლამო ფრაზა ასე ჟღერდა:“ვინც ბიკინის ფორმაში ჩაცმული მოვა, საწვავს მიიღებს უფასოდ."

შედეგმა არ დააყოვნა და აქციის განმავლობაში გაზ–გასამართ სადგურთან მრავლად ნახავდით ბიკინიში გამოწყობილ მომხმარებლებს და მათ შორის ბევრი მამაკაციც აღმოჩნდა. მომხმარებლებს შორის ზოგიერთი ნამდვილი აღმოჩენა გამოდგა.(განსაკუთრებით მანდილოსნები, უკრაინელი მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ხომ უჩვეულო სილამაზით გამოირჩევიან)


ამ აქციის წყალობით, გაზ–გასამართმა სადგურმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა არა მხოლოდ კიევსა და უკრაინაში, არამედ მთელს მსოფლიოში, რადგან მისი ანალოგი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.

ქვემოთ ასევე ნახავთ აღნიშნული აქციის ამსახველ ვიდეოსაც.


0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0