ტენდენციები 2017/2018 წლის საკულტო ფეხსაცმელი.. მაინც რითაა ის გამორჩეული? 2017, 3 ნოემბერი, 12:40 ერთი შეხედვით ეს ფეხსაცმელი ოთახის ფუმფულა ქოშების წარმოდგენას ტოვებს. მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო მყუდრო ოთახთან, პლედთან და ყავასთან. ის 2017/2018 წლის ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი ფეხსაცმელია, რომელიც ცნობილი ბრენდის ინსპირაციის წყარო გახდა (Gucci). (უკვე ვაგზალზეც კი შეხვდებით მათ მსგავსებს). რითია ეს ფეხსაცმელი გამორჩეული? ალბათ ყველას ეს კითხვა ებადება. კომფორტულობა, პრაქტიკულობა და აქტუალურიბა - ეს გამოარჩევს მას სხვა, რიგითი ფეხსაცმელებისგან. ტყავის და ბეწვის სინთეზის განუმეორებელ და ინდივიდუალური სტილი საოცარ კომბინაციას ქმნის. ერთხელ თუ ჩაიცმევ მაშინვე მოექცევი მისი გავლენის ქვეშ. უკვე არაერთი ცნობილი ვარსკვლავის გარდერობში დაიკავა ამ ფუმფულა ქოშებმა საპატიო ადგილი. თანდათან ის სხვადასხვა სახითაც გვხვდება. ბეწვის გარეშე, მაღალ ქუსლზე, ყვავილებიანი თუ გეომეტრიული პრინტებით. და მაინც ბევრს დააინტერესებს - როგორ მოვიხდინოთ და რასთან ერთად ვატაროთ? გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ. 364 5-ს მოსწონს
|