x
მეტი
  • 24.10.2019
  • სტატია:95888
  • ვიდეო:343196
  • სურათი:457812
მომსახურების დაბალი სტანდარტი და გამოსავლის გარეშე დასრულებული კომუნიკაცია ,,მაგთიკომთან,,

image


“მაგთიკომი“ -ეს გიგანტი კომპანია ქართულ ბაზარზე, იმ კომპანიების “საპატიო“ სიის სათავშია, რომელთა მომსახურების ხარისხიც ნოლს უდრის.


საქართველოში, როგორც ჩანს, მომსახურების ხარისხსა და იმიჯზე ბევრი დიდი კომპანია არ ზრუნავს. გარდა იმ ინდიფერენტიზმისა, რომელსაც ზოგიერთ მათგანთან ვაწყდებით, გართულებულია დაკავშირებაც. კომპანია სლოგანით: “კავშირი თქვენს სამყაროსთან“ დიახ, საკუთარ თავთან, სამყაროსა და ტექნიკურ პრობლემებთან სრულიად მარტო გტოვებთ. მომსახურების მაღალ სტანდარტს კი სერვისების მოქნილობა, კლიენტის პრობლემის ადეკვატური გაგება, სწრაფი რეაგირება და ოპტიმალური გამოსავლის პოვნა ქმნის, რომ აღარაფერი ვთქვათ, თავაზიანობასა და ოფიციალურობაზე.


რა ხდება “მაგთისთან“?


განვიხილოთ კონკრეტული “ქეისი“ ავტორის მაგალთზე:


იხდი ინტერნეტის საფასურს, ვერ იღებ დროულ მომსახურებას. ეს ბევრი არაფერი. დავუშვათ, ტექნიკური ხარვეზია, შემთხვევა, რომლისგანაც საუკეთესო და ყველაზე დახვეწილი კომპანიებიც არ არიან დაზღვეულნი. ისტორია იწყება უშედეგო მცდელობით, პრობლემის მოგვარებისთვის იმ კომპანიას მიაკითხო, რომელსაც, უხეშად რომ ვთქვათ, უხდი, მაგრამ მაინც სრულიად დეზილუზირებული რჩები. მთელი დღე ლამობ დაკავშირებას, გრძელი ზუმერი უპასუხოდ სრულდება, ასე კი უკვე მეხუთედ ხდება. მეორე დღეს, მეასე მცდელობისას ახერხებ ოპერატორთან გასაუბრებას, რომელიც გრთავს ე.წ. ტექნიკურ ჯგუფთან. ეს უკანასკნელი ზუსტად საათი გალოდინებს ხაზზე (გაზვიადების გარეშე) როგორც კი მოლოდინის დროსთან დაკავშირებით საყვედურს გამოთქვამ, ტელეფონს უბოდიშოდ გითიშავს. ბუნებრივია, “ წამება“ თავიდან იწყება, ბოლოს ისევ “სიცოცხლით სავსე“ ოპერატორი გისმენთ. ისევ საყვედურს ბედავ, პასუხად იღებ, რომ ბევრი მომხმარებელი ყავთ. ამ დროს გებადება რიტრიკული კითხვა: “რით დაიმსახურეთ მომხმარებლის სიჭარბე?“ ყოველ შემთხვევაში არა მაღალი სტანდარტით. ისევ ტექნიკური ჯგუფი, რომლის გამოძახებასაც ითხოვ, მაგრამ გეუბნება, რომ ხვალ მოსაბრძანებლად, ხვალ უნდა დაურეკო. ყველაზე მოულოდნელი პასუხი, რაც შეიძლებოდა მომესმინა. მანამდე მიწერილი სამი მეილი, ამ დრომდე უპასუხოა, არ უპასუხიათ “ფეისბუქზეც“. გამოსავალი კი საბოლოოდ თავად ვიპოვე.


“მაგთიკომის“ მომსახურებით კლიენტთა უკმაყოფილება სოციალური ქსელიდანაც კარგად ჩანს. კლიენტთა აზრი უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური. ფაქტია, კომპანია კლიენტთა პრობლემების გადაწყვეტას დღეები ვერ ახერხებს.

image


image

image


კიდევ ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი, ბაქარ დემურხანაშვილი აცხადებს: ინტერნეტი გამეთიშა, გადავრეკე მაგთის ოფისში....ხუთჯერ მაინც გამიკეთეს გადამისამართება..აქ არა ამა და ამ ნომერზე დარეკეო...ამასობაში 2 ლარზე მეტი ამახიეს და მაინც ვერაფერი გავარკვიე..(ბაკურ სვანიძის პოსტი გამახსენდა ტყუილა არ აგინა მაგათ)ამის შემდეგ ვდურთე თავი მაგთის ოფისში ..ავიღე ოპერატორი ნომერი და დაველოდე(იმას ვნატრობდი გოგო არ შემხვდეს მეთქი, მაგრამ სად მაქვს მაგის ბედი..10 ოპერატორიდან 3 იქნებოდა გოგო და ერთ-ერთი მაინცდამაინც მე შემხვდა, გამოცდილი მაქვს მაგათ "პროფესიონალიზმი" უკვე)...მოკლედ 15 წუთი იტანჯა-იჯახირა, ამ ხნის განმავლობაში სამჯერ გამამეორებინა მისამართი და ტელეფონი და ბოლოს ვიღაც თანამშრომელს დაუძახა, იმანაც ჩურჩულით აუხსნა ასე და ასე, აქ შეხვალო ამას ჩაწერო....ამის შემდეგ კიდე 10 წუთი იტანჯა და ახლა მეორე მოვიდა დასახმარებლად....40 წუთი ყურყუტის შემდეგ საზეიმოთ გამომიცხადა:"ბატონო ბაქარ..თქვენი მონაცემები გადავეცი ტექნიკურ ინჟინრებს დღეს ვეღარ მოესწრება, ხვალე მცხეთობააა.ზეგ კვირაა..მოკლედ ორშაბათამდე არაფერი გეშველებათ... წამოვედი სახლში.

რატომ მოვყევი ეს ისტორია? იმიტომ, რომ საქართველში მომხმარებელს ხშრად ეუფლება განცდა, რომ არაფერს წარმოადგენს მიმწოდებლისთვის. საქართველოში მომხმარებელს ისეც ხდება, რომ პერსონალი ალმაცერად უყურებს და მომსახურების ხარისხი ხშირად სოცილაური სტატუსით, იმიჯით განისაზღვრება, რაც ძალიან გვაშორებს იმ ქვყნებს, სადაც “მომხმარებელი მეფეა“ .


საქართველოში, შთაბეჭდილება გრჩება, რომ ბევრმა მომხმარებელმა არც თავისი წილი უფლებები იცის და, შესაბამისად, არც თავის დაცვა, რამაც მსგავსი “კომპანიები“ სრულ დეგრადაციამდე მიიყვანა.


სადაც არ არის მოთხოვნა, არ არის მიწოდება. ამიტომ ერთადერი გამოსავალია, ვაიძულოთ პატივი გვცენ და დაჟინებით მოვითხოვოთ, რაც გვეკუთვნის.

2
158
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
158
  
2017, 3 ნოემბერი, 8:53
სრული სიმართლეა სამწუხაროდ და ჩემს თავზეც გამოვცადე
0 1 2