x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 რჩევა როგორ ვუმასპინძლოთ უცხოელ მეგობარს/ტურისტს თბილისში

image


ტურისტული მიმართულება მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და შესაბამისად არც ტურისტების ნაკლებობას ვუჩივით. ამავდროულად ბევრს გვყავს უცხოელი მეგობრები რომლებიც ერთხელ მაინც სტუმრობენ თბილისს და მომლოდინე მასპინძლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება ჩვენს მეგობარ ტურისტებზე. მიუხედავად იმისა რომ თბილისი ისტორიული ქალაქია და სანახავი ბევრია, ხშირად გვქონია შემთხვევა რომ ისე გაგვიშვია უცხოელი მეგობრები რომ მნიშვნელოვანი ადგილები გამოგვრჩენია თვალთახედვიდან.


ყველა თბილისელს თავისი შეხედულება აქვს პრიორიტეტულ ადგილებზე თუმცა ამის ფონზე ჩვენ გთავაზობთ 5 საინტერესო ადგილს რომელიც აუცილებლად მოახდენს შთაბეჭდილებას ტურისტებზე:


  • ნარიყალა - ადგილი საიდანაც იშლება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თბილისური ხედი, აქვე შეგიძლიათ სტუმარს დაათვალიერებინოთ ნარიყალას უძველესი ეკლესია და ისტორიული გალავანი.

  • გოგირდის აბანოები (ძველი თბილისი) - ადგილი რომელიც იტევს თბილისის უძველეს ისტორას და ლეგენდებს. სწორედ ესეთი ისტორიები აღაფრთოვანებს ჩვენს უცხოელ მეგობრებს და რაღათქმაუნდა გოგირდის აბანოების ხიბლი არავის დატოვებს გულგრილს.

  • მშრალი ხიდი - ადგილი რომელიც ერთდროულად იტევს ანტიკვარ ნივთებს და თანამედროვე ფერწერულ ნახატებს. აქ ნახავთ ათასობით საინტერესო ნივთს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან და არამარტო. ასერომ მშრალ ხიდზე გასეირნებითერთგვარი წარსულში გასეირნება შეგიძლიათ მოუწყოთ თქვენს უცხოელ სტუმრებს.

  • მთაწმინდა (ფუნიკულიორი) - ერთ-ერთი ისტორიული ადგილი რომელიც 1905 წლიდან ემსახურება თბილისელებს და ტურისტებს, ეს არის 70 მეტრიანი საბაგირო გზა რომელსაც მთაწმინდაზე აყავხართ. მთაწმინდიდან იშლება საოცრად ლამაზი ხედები, განსაკუთრებული ეფექტი ღამით ელოდება უცხოელ სტუმრებს.

  • ქართული სამზარეულო და სტუმარ მასპინძლობა მსოფლიოში განთქმულია გემრიელი ტრადიციული კერძებით, სიმღერებით და ცეკვებით. ეს ყველაფერი ერთად წარმოდგენილია რესტორან კოლხეთში. მისი თითქმის 20 წლიანი ისტორია და ათასობით კმაყოფილი ქართველი თუ უცხოელი მომხმარებელი თამამად გვაძლევს უფლებას ვთქვათ: ეს არის ხარისხი რომელმაც დროს გაუძლო.


0
52
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0