x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მევახშეობით და უცხოური პრეპარატების გაყიდვით ნაშოვნი ათასობით საბჭოთა მანეთის წამებში დაკარგვის რეალური ისტორია

image ისტორია, რომელზეც მინდა მოგიყვეთ სოხუმში მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა აფხაზეთი ოკუპირებული არ იყო ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ნაცვლად ქართველები სსრკ–ს მოქალაქეები იყვნენ და საქართველო საბჭოთა კავშირის ერთერთი რესპუბლიკა იყო.
ცხოვრობდა სოხუმში ერთი ებრაელი კაცი, რომელსაც ქართული სისხლიც ჰქონდა ძარღვებში, უპრეტენზიო ჩუმი და უკონფლიქტო ადამიანი იყო.
უცნაური მის ცხოვრებაში მხოლოდ ის იყო, რომ ხშირად მთელი თვით იკარგებოდა და სად მიდიოდა ან რისთვის ამაზე საუბარი არ უყვარდა და არც მეზობლები ეკითხებოდნენ, რაც მთავარია არც მილიციას ჰქონდა მასთან დაკავშირებით რაიმე სახის ეჭვი მის საქმიანობაზე. ყველამ იცოდა ეს ადამიანი პროფესიით ექიმი, რომ იყო და მისი მეუღლის თქმით, როგორც წარმატებულ ექიმს სხვადასხვა რესპუბლიკის საავადმყოფოებში იწვევდნენ კონსულტაციებისათვის.
ოჯახშიც არცთუ მდიდრულად ცხოვრობდნენ, მანქანაც ერთი "დაფეხვილი "მოსკვიჩი" ჰყავდა და ამ მანქანით გადაადგილდებოდა ქალაქში.
როგორც ექიმი მართლაც კარგი ექიმი იყო, საქმის მცოდნე, გამოცდილი და პაციენტს უცხოური, მაგრამ ეფექტური პრეპარატებით მკურნალობდა, რომელ პრეპარატებსაც მისი სიტყვებით მოსკოველი მეგობრები უგზავნიდნენ.
გავიდა დრო და ექიმთან მიმსვლელების რაოდენობა გაიზარდა, მეზობლებს პაციენტები ეგონათ და ბუნებრივია ეჭვი არავის გასჩენია ექიმის პატიოსნებაში, სანამ ერთ დღეს ასევე სოხუმელმა კაცმა რევოლვერიდან გასროლით ფეხში არ დაჭრა ექიმი, მსროლელი დააკავეს. დაკავებულმა კი შემდეგი სახის ჩვენება მისცა: "ამ ექიმის ხალათში გადაცმულმა მევახშემ სანამ მე ციმბირში ვმუშაობდი მშენებლობაზე, ჩემი დის საოპერაციოდ გამორთმეული 1000 მანეთის ნაცვლად ჩემს მშობლებს 5 000 მანეთი გამოსძალა და როცა 3 000 მანეთის დაბრუნება მოვსთხოვე დამემუქრა, ხალხი მყავს და ციხეში გიკრავ თავსო, მეც გამწარებულმა ბაბუასეული რევოლვერი ავიღე და ფეხში დავჭერიო".
ჩვენების მიუხედავად მსროლელს 4 წელი მიუსაჯეს, ხოლო ებრაელი ექიმი არც კი დაუკითხავთ. მსროლელს ალბათ 12 წელს მაინც მიუსჯიდნენ, მაგრამ მისი გარდაცვლილი ბაბუა ძველი ჩეკისტი იყო და სავარაუდოდ სწორედ ამის გამო შეუმცირეს თავისუფლების აღკვეთა ექიმისათვის ტყვიის მსროლელს.
სოხუმში მალევე გავრცელდა ხმა ექიმზე –მევახშე და ძვირადღირებული უცხოური პრეპარატების გადამყიდველიაო, მაგრამ დაკავებით არავის დაუკავებია, სავარაუდოდ იმდენად მაღალი რანგის ჩინოვნიკი მფარველობდა მის საქმიანობას და არც ის იყო გამორიცხული ებრაელ ექიმს წილშიც ჰყოლოდა ჩასმული მფარველი.
გავიდა წლები და სოხუმში მშენებლობების ბუმი დაიწყო, ებრაელ ექიმსაც ქალაქის ახალ რაიონში აშენებულ მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე 4 ოთახიანი ბინა მისცეს, როგორც დამსახურებულ ექიმს. მით უფრო, რომ მისი ძველი სახლი და მთელი მისი უბანი აღებას დაექვემდებარა.
როგორც კი შევიდა ახალ ბინაში ექიმი ისევ გადაიკარგა და რამდენიმე კვირის მერე სატვირთო მანქანით ბინისათვის საჭირო უცხოური ავეჯი, ტექნიკა და აბაზანის, ტუალეტისა და სამზარეულოსათვის აუცილებელი ავეჯითა და ნივთებით დაბრუნდა.
რამდენიმე დღეში კი რემონტიც დაიწყო, აბაზანაში კედლების კაფელით გაწყობის მერე უნიტაზის ჩასარეცხი წყლის მოზრდილი ფაიფურის ავზის გვერდით მეორე უფრო მოზრდილი ავზიც დააყენებინა ხელოსნებს და მიზეზად ის მოიყვანა იქნებ წყლის პრობლემა შეიქმნას და ამას გამოვიყენებო.
ხელოსნებმა დაამთავრეს სამუშაოები, მიიღეს კუთვნილი გასამრჯელო და წავიდნენ.
გავიდა ორიოდე წელი და ექიმმა ქალაქში ცნობილი ხელოსანი მოინახულა, საპირფარეშოს ფაიფურის ავზი არ მომწონს და იქნებ სხვა დამიყენო, ბინაში მაქვს ახალი ატანილი და გამოცვალოო. ხელოსანი დასთახმდა და ნაშუადღევს ექიმის ბინის კარებზე ხელსაწყოებით დატვირთულმა დააკაკუნა, კარები ექიმის მეუღლემ გაუღო და ვინაიდან ქმარს დაბარებული ჰქონდა პირდაპირ საპირფარეშოსაკენ გაუძღვა.
ექიმის მეუღლემ მიუთითა დიდი ფაიფურის ორნამენტებიანი ავზი მოეხსნა ხელოსანს და მის ადგილზე ექიმის მიერ მოტანილი დაეყენებინა, ხელოსანი ასეც მოიქცა.
ამასობაში ექიმმაც დარეკა და მეუღლეს ჰკითხა იყო თუ არა ხელოსანი მოსული, მეუღლემ დაუდასტურა და უთხრა ახლა გამოცვალა და ის ძველი ავზი სად წავიღოო?
ქმარმა უპასუხა, სად უნდა წაიღო გადაიხედე ეზოში და თუ ვინმე არაა ფანჯრიდან გადააგდე, ხომ ხედავ რამდენი სამშენებლო ნაგავი ყრია დაბლა და ხვალ ან ზეგ გაიტანენ, ამასაც იმათ მიუმატებენ და გაიტანენო.
ქალიც ასე მოიქცა, მაგრამ ავზი იმდენად მძიმე აღმოჩნდა ვერ აწია და ხელოსანს სთხოვა ფანჯრიდან ეზოში გადახედვის მერე გადაეგდო ფაიფურის ავზი. ხელოსანმაც აიღო და ფანჯრიდან გადააგდო მძიმე ავზი, მიწაზე დაცემისას ავზმა ყუმბარის გასკდომის ხმა გამოსცა, რასაც ხმამაღალი ყვირილი მოჰყვა.
გამსკდარი ავზიდან საბჭოთა 100 მანეთიანი ბანკნოტების დასტები გადმოცვივდა და ძლიერი დარტყმის გამო მთელ ეზოში გაიფანტა, გაფანტულ ფულს კი გამვლელიც და გამომვლელიც დაესია მხიარული შეძახილებით.
როგორც აღმოჩნდა მევახშე ექიმი სეიფს არ ენდო და დამატებით მოზრდილ ავზში ინახავდა მევახშეობით და უცხოური პრეპარატების გაყიდვით ნაშოვნ ფულს.
მეუღლეს კი ქმრის დანაბარები შეეშალა და მუშა აბაზანის ნაცლად ხელოსანს ფულის შესანახი ავზი შეაცვლევინა.
ქალაქში ხმა გავრცელდა ვიღაცამ ამა და ამ კორპუსიდან 100 მანეთიანი კუპიურებით "გაძეძგილი" ფაიფურის მოზრდილი ავზი გადმოაგდო და სრულიად უცხო ადამიანებმა ბლომად ფული მოაგროვეს გაფანტული ბანკნოტებიდანო.
ექიმმა მეუღლეს დაურეკა და როცა გაიგო თუ რა მოხდა, თავი ცუდად იგრძნო, ვერც მის დასახმარებლად შემოსულმა კოლეგებმა შესძლეს მისი შველა, ექიმი ინფარქტით საკუთარ კაბინეტში დაიღუპა.




0
178
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0