x
image
ნინო მესხიძე
ჯეი ლოს საშემოდგომო იმიჯმა თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა
image

ჯენიფერ ლოპერსს ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ დახვეწილი ქალბატონი იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია ზუსტად შეარჩიოს თავის გარდერობში ტანსაცმელი და საოცრად კონტრასტული იმიჯი მოირგოს. (ცხადია, ამის უფლებას უზადო სხეული აძლევს).

image

ამჯერად პაპარაცებმა ნიჭიერი მსახიობი და მომღერალი ახალი ფილმის "მეორე აქტი"-ს გადაღებებზე დააფიქსირეს, რომელიც 2018 წელს გამოჩნდება ეკრანებზე.


ამჯერად ჯეი ლომ თაყვანისმცემლები თავისი ყოველდღიური იმიჯით გაახარა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება საღამოს კოსტიუმს.

image

მომღერალს ეცვა პლედ-პალტო, (რომელიც ძალზე აქტუალურია ამ შემოდგომისას), ჯინსის შარვალი და ნაცრისფერი ნატის (იგივე ზამშე) ფეხსაცმელი.

image

ჯეი ლოს მოდურმა და კომფორტულმა იმიჯმა საზოგადოების დადებითი შეფასება გამოიწვია.


0
188
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0