x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა მოხდა ნიუ-იორკში-საქმის ახალი დეტალები. საიპოვს 8 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად

image

ნიუ-იორკი ფედერალურმა პროკურატურამ უზბეკეთის მოქალაქეს საიფულო საიპოვს 8 ადამიანის მკვლელობა და ტერორისტული ორგანიზაციის მატერიალური მხარდაჭერა წაუყენა ბრალად.



ბრალდებულმა განაცხადა, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" იდეებით იყო შეპყრობილი და სურდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა ნიუ-იორკში.


როგორც იცით, 31 ოქტომბერს 29 წლის ემიგრანტმა უზბეკეთიდან საიფულო საიპოვმა იჯარით აღებული ფურგონით ნიუ-იორკის ცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანი გაიტანა.აქედან 8 გარდაიცვალა, 11 -მა სერიოზული ტრავმები მიიღო.


პიკაპი, რომელსაც მართავდა საიპოვი ველოსიპედის ბილიკზე ახტა უესტ-სტრიტზე(მანჰეტენი)გაიარა კილომეტრნახევარი, რის შედეგად რამდენიმე ქვეითად მოსიარულე და ველოსიპედისტი გაიტანა.შეჩერდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სასკოლო ავტობუსს შეეჯახა.


image

როგორც გაირკვა საიპოვს უფრო დიდი გეგმები ჰქონდა, მას სურდა ბრუკლინის ხიდამდე მისულიყო და იქ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეტანა.

image

მანქანიდან გადმოხტომის შემდეგ საიპოვი უმისამართოდ დარბოდა ქუჩაში და თან პისტოლეტს უშვერდა გამვლელებს, რომელიც როგორც შემდეგ მოგვიანებით გაირკვა, ერთი პნევმატური იყო, ხოლო მეორე პეინტბოლის სათამაშო.


პოლიციელი რაიან ნეში, რომელიც იმ დროს იქვე სკოლაში იყო გამოძახებული, გაიგო რა ტრაგედიის ამბავი, გამოვიდა ქუჩაში და საიპოვს ესროლა, მუცელში დაჭრილი ტერორისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმები იტყობინებიან, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი მალე გამოჯანმრთელდება.

საიპოვი სასამართლოში ინვალიდის ეტლით გამოცხადდა.

image

რა არის ცნობილი საიფულო საიპოვის შესახებ? როგორც უზბეკეთის შსს- სამინისტორს პრეს-სამსახური იუწყება, საიპოვი დაიბადა 1988 წლის 8 თებერვალს ტაშკენტში, 2005–2009 წლებში სწავლობდა ტაშკენტის ფინანსურ ინსტიტუტში, ხოლო 2010 წლიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, როგორც ირკვევა მან მწვანე ბარათის ლატარეა მოიგო, აღსანიშნავია, პრეზიდენტმა ტრამპმა ტერაქტის შემდეგ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მწვანე -ბარათის გათამაშება და არ არის გამორიცხული იგი საერთოდ გაუქმდეს.


1
117
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
117
  
2017, 2 ნოემბერი, 13:11
ამ ურცხულს ქვეყანაში შესვლის ნება როგორ მისცეს, სახეზე აწერია ტერორისტობა...
0 1 1