x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
შეუძლებელია დიდი ცივილიზაცია გარედან განადგურდეს, თუ მან საკუთარი თავი შიგნიდან არ გაანადგურა
image

შეუძლებელია დიდი ცივილიზაცია გარედან განადგურდეს, თუ მან საკუთარი თავი უკვე შიგნიდან არ გაანადგურა.

ზუსტად ეს მოხდა რომში 16 საუკუნის წინ. მეხუთე საუკუნეში რომის იმპერია დაეცა გერმანელი ბარბაროსების წინაშე. ეჭვი არ არის, რომ რომის ცივილიზაცია ბარბაროსების ცივილიზაციაზე ბევრად სრულყოფილი იყო. მაგრამ რომი მაინც დაეცა. რომი დაეცა, რადგან მას არ ეყო საკუთარი ცივილიზაციის რწმენა. მან წამოდგომის და ბრძოლის ნება დაკარგა. რომი ერთ ღამეში არ დაცემულა. რომი თანდათან ეცემოდა. რომაელები თითქმის ვერ ამჩნევდნენ რა ხდებოდა. ისინი საფრთხედ არ აღიქვამდნენ ბარბაროსთა გადმოსახლებას მანამ, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ შეიქნა და იმპერიის სიმდიდრით მონუსხული გერმანელი ბარბაროსები ათწლეულებით გადმოკვეთდნენ რომის საზღვარს.

დასაწყისისთვის იმპერიის მიმზიდველობა ჩამოსულთა თვალში შეიძლებოდა აღქმულიყო როგორც რომის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობის ნიშანი. ხალხი მოიწევდა უკეთესი ცხოვრებისკენ, რომლის მიცემაც მათ ცივილიზაციას არ შეეძლო. მაგრამ შემდეგ, 406 წლის 31 დეკემბერს რაინი გაიყინა და ათეულობით ათასმა გერმანელმა ბარბაროსმა მდინარე გადაკვეთა, იმპერიას შეესია და დაიწყო მხეცობა და ყოველი ქალაქის განადგურება, რომელსაც გაივლიდნენ. 410 წელს თვით რომიც დაეცა და გაჩანაგდა.



უილიან დიურანტი.

ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი.

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0