x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
10 რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება ჭამის შემდეგ

ამ ბოლო დროს, ბევრი ადამიანი ფიქრობს საკუთარ კვებაზე და გარეგნობაზე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მოდა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, წლების წინ შემოვიდა და რაც დრო გადის, მას სულ უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს: პატარა ულუფები, უარის თქმა შაქარზე და გაზიან სასმელებზე, არჩევანის გაკეთება მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებზე... მოგრამ, მთავარი მხოლოდ ის კი არ არის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ საკვების მიღების შემდეგ, როგორ ვიქცევით.

როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, არსებობს რამდენიმა ჩვევა, საჭმლის მიღების შემდეგ, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ზიანს აყენებს და მათი მავნებლობი შესახებ, ვერც კი წარმოვიდგენდით. ზოგისთვის, ამ ჩვევების შედეგი, შეიძლება ჯამრთელობის მცირეოდენი დარღვევები იყოს. ხოლო, სხვებისთვის — სერიოზული დაავადება.

იმისთვის, რომ ექიმებთან სიარული არ დაგვჭირდეს, დღეიდანვე უნდა დავიწყოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და უარი ვთქვათ ისეთ ჩვევებზე, როგორიც არის ჭამის შემდეგ:


I. ხილის დაყოლება


image


ძალიან ხშირად, სადილის ან ვახშმის შემდეგ, რაღაც ტკბილი გვინდება და ეს რაღაც, შეიძლება ხილი იყოს. მაგრამ, ხილის მირთმევა მხოლოს მშიერ კუჭზე შეიძლება. რატომ?

ჯერ ერთი, ხილის მოსანელებლად უფრო მეტი ფერმენტია საჭირო, ვიდრე თერმულად დამუშავებული საკვების მოსანელებლად. გარდა ამისა, ფრუქტოზას უფრო მეტი დრო ესაჭიროება, რომ სრულად იყოს ათვისებული. და კიდევ, მშიერ კუჭზე ნაჭამ ხილს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის.

დამტკიცებულია, რომ ფაღარათის და გულძმარვის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ძირითად საკვებზე დაყოლებული ხილი არის.


II. შხაპის მიღება


საკვების ნორმალურად მონელების გარანტი, კუჭში სისხლის კარგი მიმოქცევა არის. თუ ტრაპეზის შემდეგ, აბაზანაში შეხვალთ, კიდურებში სისხლის მიმოქცევა რამდენჯერმე გაიზრდება და საჭმლის მონელებ შენელდება. ყოველივე ამის შედეგი — კუჭის არეში ტკივილი შეიძლება იყოს.


III. მოწევა



image


თქვენ შესაძლებელია იცნობთ ადამიანებს, რომლებიც სუფრასთან ეწევიან. ან იქნებ თავადაც ამ ჯგუფს ეკუთნით. მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება. მოწევა ისედაც მავნე ჩვევაა და ამის გაკეთება სადილის ან ვახშმის შემდეგ, კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს:

ნიკოტინი ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას ორგანიზმში. ხოლო ჟანგბადი, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საკვების მონელების პროცესში. მისი მოცულობის შემცირების შემთხვევაში, ორგანიზმი იმაზე მეტ კარცეროგენულ ნივთიერებას იწოვს, ვიდრე ჩვეულებრივ.

საკვების მიღების შემდეგ 1 სიგარეტის მოწევა, ზედიზედ 10 სიგარეტის მოწევის ტოლფასია. ასეთ დროს, რამდენჯერმე იზრდება ნაწლავის ან ფილტვის კიბოს გაჩენის რისკი.


IV. ფიზიკური ვარჯიში (დატვირთვა)


საკვების მიღების შემდეგ, ორგანიზმის მთელი ძალისხმევა საჭმლის გადამუშავებაზეა მიმართული. თუ ასეთ დროს, ორგანიზმს ფიზიკურად დატვირთავთ, ის სტრესში ჩავარდება და მონელების პროცესი დაირღვევა. და კიდევ – ძალიან აქტიური მოძრაობის შემთხვევაში, კუჭიც ზიანდება.


V. გასეირნება


image

დაიცადეთ ნახევარი საათი და მხოლოდ ამის შემდეგ წადით სასეირნოდ. საჭმლის მოუნელებლობა, დისკომფორტი, და ასევე მჟავას რეფლუქსი — ეს არის ის, რაც ტანჯავს იმ ადამიანებს, რომლებსაც სუფრიდან ადგომისთანავე სეირნობა უყვართ.



VI. ავტომანქანის მართვა


როდესაც კუჭში საკვები ხვდება, სისხლის დიდი ნაკადი საჭმლის მომნელებელი სისტემისკენ მიემართება და გარკვეული დროის მანძილზე, თავის ტვინი სისხლის დეფიციტს განიცდის. ეს კი, კონცენტრაციის დონეს ამცირებს და ადამიანს ძილი ერევა. ამიტომ, მანქანის საჭესთან დაჯდომა, საკვების მიღების შემდეგ, მხოლოდ 1–2 საათის შემდეგ შეიძლება.


VII. ჩაი


image

ბევრი ადამიანისთვის ტრაპეზა ჩაით და ტკბილეულით მთავრდება, განსაკუთრებით, ვახშამი. ჩაი შეიცავს ტანინის მჟავას, რომელიც ორგანიზმის მიერ საკვებიდან რკინის ათვისების უნარს 87 % ამცირებს. რაც ხშირ შემთხვევაში, საერთო სისუსტეს, ტკივილს გულ-მკერდის არეში, ანემიას, თავბრუს და ასევე, ქრონიკულ დაღლილობას იწვევს.


VIII. ტკბილეული


სადილის ან ვახშმის ტკბილეულით დამთავრება, არის მიზეზი იმ ჭარბი წონისა, რომელიც შემდგომ, ბრძოლის ობიექტი ხდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების 75%-ს, ვინც ძირითადი ტრაპეზის შემდეგ, ტკბილეულს მიირთმევს, 35 წლის შემდეგ, ჭარბი წონის პრობლემა ექმნება.


IX. დაძინება


image


უძილობა და მუცლის შებერილობა — ეს არის შედეგი, რომელსაც ის ადამიანები იღებენ, რომლებიც სუფრიდან ადგომის შემდეგ, პირდაპირ თბილი საწოლისკენ იღებენ გეზს. ბოლო კვლევების თანახმად, ვინც ვახშმის შემდეგ, 2 თაათი მაინც ფხიზლობს, ინსულტის არ უნდა ეშინოდეს.


X. კბილების გახეხვა


ეს ალბათ ბევრს გააკვირვებს, მაგრამ ვახშმის შემდეგ კბილების გახეხვამ შესაძლებელია თქვენი კბილები დააზიანოს. ამ პროცედურის დროს, კბილებს ემალი სცილდება და პირის ღრუში, ცოტა ხნის წინ, მოხვედრიმა შაქარმა ან მჟავებმა, რომლებსაც პროდუქტები შეიცავს, კბილებზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს.

საუზმის ან ვახშმის შემდეგ, ნახევარი საათი დაიცადეთ და კბილები ისე გაიხეხეთ. ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ საკმარისი რაოდენობის ნერწყვი გამომუშავდეს და მჟავების ნეიტრალიზება მოხდეს.



0
832
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
832
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0