x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
საფუარიანი ცომი, რომელიც 15 წუთში მზადდება და მაცივარში ინახება (+ ცომი ტკბილი ცხობისთვის)

image

ეს რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც საფუარიანი ცომით უყვარ ცხობა! მის მოსამზადებლად სულ 15 წუთია საჭირო და ამასთან, 2-3 დღით, მისი შენახვა მაცივარშიც შეიძლება. ის არ მჟავდება და საყინულეში უფრო მეტ ხანსაც ინახება. მისგან შეგიძლიათ ღვეზელის, ფუნთუშების, კვერების, პიცის... მომზადება. თუ თქვენ ცომის «გეშინიათ» ან ცოტა დრო გაქვთ, ეს რეცეპტი გამოიყენეთ — ის ყველას გამოსდის!


ინგრედიენტები (ამ მასალით 60 ღვეზელი გამოდის):


რძე — 500 მლ.

ფქვილი — 5 ჭიქა

შაქარი — 2 ს. კ.


მარილი — 0, 5 ჩ. კ.

მზესუმზირის ზეთი — 2 ს. კ.

სწრაფად ხსნადი მშრალი საფუარი — 11 გრ.


მომზადება:

I. თასში ჩაყარეთ 4 ჭ. ფქვილი და საფუარი.

II. თბილ რძეს დაამატეთ შაქარი, მარილი, ზეთი და ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ.

III. თანდათანობით დაუმატეთ კიდევ 1 ჭიქა ფქვილი.

IV. ცომი მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და შედეთ მაცივარში.

ცომის გამოყენება 2 საათის შემდეგ უკვე შეიძლება. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეგიძლიათ მე-2 და მე-3 დღესაც გამოიყენოთ. შეგიძლიათ ცომი საღამოს მოზილოთ, ხოლო საუზმისთვის რამე გემრიელი, მაგ., ჯემიანი ღვეზელი ან კრუასანები გამოაცხოთ.

საფუარიანი ცომი ტკბილი ცხობისთვის

ინგრედიენტები:


ფქვილი — 1 კგ.

რძე — 0, 5 ლ.

შაქარი — 250 გრ.

საფუარი — 50 გრ.

კარაქი ან მარგარინი — 100 გრ.

მარილი — 1 მწიკვი.


მომზადება:


I. გაადნეთ კარაქი ან მარგარინი, რომ შეგრილდება, ჩაასხით რძეში.

II. დაამატეთ ნაზავს საფუარი, შაქარი, მარილი და კოვზით ან მიქსერით მანამდე ურიეთ, ვიდრე ყველაფერი კარგად არ შეერევა.

III. გაცერით ფქვილი და ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ უკვე შერეულ ინგრედიენტებს. ყოველი დამატების შემდეგ, ჯერ კოვზით კარგად შეურიეთ, როდესაც ცომი გასქელდება, ხელით შეაზილეთ.

IV. ფქვილი რომ გათავდება, ცომი მოათავსეთ ემალირებულ ჯამში, გადააფარეთ სამზარეულოს აპკი, კარგად შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილზე 40 - 60 წთ.

V. როდესაც ცომი ამოვა, ჯამიდან ამოიღეთ და ხელი მოუჭირეთ, რომ ჩაიფუკოს. ისევ ჯამში მოათავსეთ და აპკი გადააკარით.


VI. მეორედ რომ ამოვა, მაგიდის ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. მოათავსეთ მასზე ცომი და 5-10 წთ. მოზილეთ.

VII. მაგიდაზევე გადააფარეთ პოლიეთილენის აპკი და ცომი დაასვენეთ 15-20 წუთი. ამის შემდეგ, ცომი მზად იქნება.

© Lemurov.net Источник: https://lemurov.net/art/zhizn-s-zhenoj-glazam-hudozhnika-yumorista/?utm_source=fb-lemurov-5&utm_medium=fb-lemurov-zhizn-s-zhenoj-glazam-hudozhnika-yumorista&utm_campaign=fb-lemurov-zhizn-s-zhenoj-glazam-hudozhnika-yumorista

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: image

ჰაეროვანი ღვეზელი, სხვადასხვა გულსართით

ჰაეროვანი და უგემრიელესი ხაჭოს ფუნთუშები 15 წუთში. რეცეპტი ზარმაცებისთვის!

კრუასანები საუზმისთვის. 30 კრუასანი - 45 წუთში

ხაჭოს ბურთულები

* რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)

image

image


5
1514
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1514
  
2018, 22 ივნისი, 17:46
კარგია :)
2017, 8 ნოემბერი, 3:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2017, 7 ნოემბერი, 12:24
მეც ზუსტად მასე ვაკეთებ, ოღონდ სოდას ვუშვრები ძმართან ერთად.
2017, 7 ნოემბერი, 10:35
ძალიან კარგი რეცეპტია, მაგრამ საფუარი არ უნდა?
2017, 7 ნოემბერი, 10:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5