x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვში სტუდენტმა ჯერ პედაგოგი მოკლა,მერე მიცვალებულთან სელფი გადაიღო,შემდეგ კი თავი მოიკლა

image

ტრაგედია დატრიალდა მოკოვის დაწესებულება"უწყვეტი განათლების დასავლეთ კომპლექსში", სასწავლებლის ერთ-ერთ კორპუსში მოწაფემ მოკლა მასწავლებელი და შემდეგ თავი მოიკლა.

როგორც "Московский комсомолец"-ი იუწყება, ტრაგედია გვარდიის ქუჩაზე მოხდა, "უწყვეტი განათლების" ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულზე განთავსებულ ერთ-ერთ კაბინეტში.

დანით შეიარაღებული მოსწავლე ანდრეი.ე თავს დაესხა 44 წლის ОБЖ-ს(სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლები) პედაგოგს სერგეი დანილოვს.

ახალგაზრდამ რამდენჯერმე დაარტყა დანა მასწავლებელს, შემდეგ გვამთან ერთად სელფი გადაიღო და ბოლოს სუიციდი განახორციელა.

image

44 წლის მასწავლებელს ცოლი და ორი შვილი დარჩა.

image

გვამები კოლეჯის პედაგოგებმა აღმოაჩინეს, მიცვალებულებზე აღინიშნებოდა პრაქტიკულად იდენტური ჭრილობები, მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მასწავლებლის გვამის სიახლოვეს ელექტროხერხი იდო, ხოლო იქვე მერხზე დასისხლიანებული დანა.

დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცავების ინფორმაციით მკვლელობა და შემდეგ თვითმკვლელობა სავარაუდოდ კონფლიქტის შედეგი იყო, პოლიცია მუშაობს კიდევ ერთ ვერსიაზე, შესაძლოა ამ ტრაგედიაში ჩართულია კიდევ ერთი პირი, რომელმაც მკვლელობა- თვითმკვლელობის ინსცენირება გაითამაშა და შემდეგ დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

0
338
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0