x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
დაპირისპირება დედოფლისწყაროში - „საქართველოს ბანკი“ გლეხებს მიწის დამუშავებას უკრძალავს
image
დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ადგილობრივ მოსახლეობასა და „საქართველოს ბანკის“ მიერ დაქირავებულ დაცვას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


მოსახლეობა წინა ხელისუფლების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების კერძო პირზე გაყიდვას აპროტესტებს. მათი თქმით, მიწების მეპატრონემ ქონება ბანკში ჩადო, დღეს კი ბანკი მიწების გაყიდვას გეგმავს. კუთვნილი მიწების დამუშავებისა და უკან გამოსყიდვის მოთხოვნით სამი სოფლის, ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის შემდეგ კი შირაქის ველზე იმ ადგილას გადაინაცვლა, სადაც დაცვა ადგილობრივებს ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ აძლევს.


image
ამ დროისთვის, ინციდენტი ამოწურულია, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, სიტუაცია დაძაბულია და იმ შემთხვევაში, თუ მიწების დამუშავების საშუალება არ მეცემათ, შესაძლებელია სიტუაცია უკიდურესად გამწვავდეს. "საქართველოს ბანკს" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.


მოსახლეობა საპროტესტო აქციას დილიდან მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ყოფილმა ხელისუფლებამ კერძო პირზე გაუყიდა, რომელმაც ერთ-ერთ ბანკში ჩადო და დღეს ბანკი მის გაყიდვას აპირებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული მიწის ფართობს ყოველწლიურად ამუშავებდნენ, ახლა კი ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა და საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევს.



დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლებსაც ესაუბრა და ბანკსაც, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვას აპირებს, თუმცა უშედეგოდ.


„ჩვენ ვესაუბრეთ მოსახლეობასაც და ბანკის წარმომადგენლობასაც, თუმცა ამ დრომდე კონსესუსამდე ვერ მივედით. წინა ხელისუფლების პირობებში მართლაც გაიყიდა 3 600 ჰექტარი მიწა, თუმცა რამდენად კანონიერების ფარგლებში მოხდა, ეს სხვა საკითხია. მოგვიანებით, მოსახლეობამ შ.პ.ს "ჯეოაგროსგან" იჯარით აიღო აღნიშნული მიწის ფართი და დაიწყო მისი გამოყენება და ასე ხდებოდა დღემდე. იმედი გვაქვს, მოხერხდება ბანკთან შეთანხმება იჯარით გაცემის ან შედარებით დაბალ ფასად გამოსყიდვასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

0
337
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0