x
image
თეონა გორდეზიანი
ენერგოცირკულაცია... ღალატის გამომწვევი მიზეზები...


გულწრფელობა - ენერგო კავშირის სწორი ფორმაა. მამაკაცი, როცა დაუშვებს
გონებაში, რომ სურს ქალი ის იმწამსვე იწყებს მისთვის ენერგიის
გადაცემას ნატიფ დონეებზე. ბუნებრივია, თუ ამ სურვილის რეალიზაციას
შეძლებს და ექნება მასთან სექსუალური კავშირი, მაშინ უფრო მეტ ენერგიას
მისცემს.თუ ქალსაც აქვს სურვილი იყოს მამაკაცთან სიახლოვეში და
არის გულწრფელი მის მიმართ, მაშინ ის მამაკაცის სექსუალურ ენერგიას
გარდაქმნის გულის დონემდე და ამ ტრანსფორმაციით იღებს სიყვარულის
ენერგიას, რომელსაც ქალი მამაკაცს უბრუნებს სექსის და ახლო ურთიერთობების
დროს. ეს არის ენერგო გაცვლის და ცირკულაციის სწორი ფორმა, ასეთ
შემთხვევაში რაც უფრო გულწრფელია ქალიც და კაციც თავიანთ სურვილებში
მით უფრო ივსება ეს ენერგო წრე. მით უფრო სინქრონიზინდება და გადაიქცევა
ყველაფრის მომცემ სიყვარულის მდგომარეობად და სწორედ ეს სიყვარულის
ენერგიაა, რასაც ჩვენ ბედნიერების მდგომარეობას ვეძახით. სანამ ურთიერთობაში არის გულწრფელობა მათ შორის ტაბუდადებულ თემებზეც, იქამდე ურთიერთობა ენერგეტიკულად ცოცხალია.


image

რა ხდება ენერგეტიკულ დონეზე როცა რომელიმე სექსუალური პარტნიორი
არ არის გულწრფელი, მაგალითად თუ ქალი არ არის დაინტერესებული
ქონდეს მამაკაცთან ღრმა ახლო ურთიერთობა, მაშინ ენერგიის გადინება
მოხდება სულ სხვა გვარად. მაგალითად, როდესაც ქალს სექსი უნდა მხოლოდ
სექსისათვის, მაშინ მამაკაცისგან მიღებულ ენერგიას არ გაუკეთებს
ტრანსფორმაციას და არ დაუბრუნებს მას და ამ ენერგიას გამოიყენებს თავისი
პირადი სურვილებისთვის. ყოველი ასეთი სექსის შემდეგ მამაკაცი ფიზიკურადაც
და ემოციურადაც არის დაცარიელებული, სტატისტიკურად ასეთი ურთიერთობის შემდეგ მამაკაცს უქრება ყველაფრის სურვილი.

ამის მიზეზად სახელდება მამაკაცში კმაყოფილების შეგრძნება, სინამდვილეში ის ქვეცნობიერად ცდილობს აღიდგინოს ენერგია, რომლისგანაც სრულიად დაცლილია.




მამაკაცის ღალატი:
image
არსებობს მითი იმის შესახებ რომ მამაკაცში თავიდანვე არსებობს მისწრაფება
ბევრი ქალი მოიპოვოს, რათა რეალიზაცია გაუკეთოს გვარის გაგრძელების
ინსტიქტს ან მონადირის ინსტიქტს ან დამპყრობლის ინსტიქტს... სწორედ
ამ ინტიქტებით ხსნიან და ამართლებენ მამაკაცის ღალატს. ზედაპირულად
შესაძლოა მართლაც ასე იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აქ ერთი
პატარა ა-ლოგიკური მომენტია. იმ ინსტიქტებს, რომლებიც ზევით ჩამოვთვალეთ
თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ცხოველური ინსტიქტი, რადგან ნებისმიერი
ცხოველის ევოლუციური დანიშნულებაა გამრავლდეს და გაიმარჯვოს
კონკურენტებზე ჯოგში და არ გადაშენდეს. ევოლუციის და
სამყაროს კანონების მიხედვით ნამდვილად ესაა მათი ფუნქცია, მაგრამ
ადამიანს რაც შეეხება ის ცოტა განსხვავებული დავალებებით არის მოსული
დედამიწაზე.


ქალის ღალატი:
image

ეს ის თემაა, რომელიც უფრო ნაკლებად განიხილება საზოგადოდ ვიდრე
კაცის ღალატი, რადგან ქალები უფრო კარგად მალავენ თავიანთ ღალატს.
ძალიან იშვიათად და მცირე დოზით აღიარებენ თავიანთ ქმედებებს.
ამასთან ქალები უფრო ხშირად ყვებიან მოღალატე ქმრებზე და ამით
მოღალატე ქმარს ენერგეტიკულ დარტყმასაც უკეთებენ. სხვებს აძლევენ
უფლებას ისაუბრონ მის პირად ცხოვრებაზე და ნეგატიური განწყობით
ისაუბრონ მის მამაკაცზე. ენერგეტიკულ დონეზე იგივე შედეგები მოაქვს ქალის
ღალატს, როგორც კაცის. ქალის ერთგვარი ფუნქცია იყოს მიმღები და
გარდამქნელი სრულიად ქრება და ის ხდება ეგრედ წოდებული ენერგო
ვამპირი, რომელიც ზიანს აყენებს როგორც საკუთარ თავს ასევე გარშემო
მყოფთ.


როდის იწყება ურთიერთობის ნგრევა?
image

ენერგეტიკულად კაცის ფუნქვიაა იყოს აქტიური და ამ აქტიურობით იყოს
შემქმნელი, ხოლო ქალის მოვალეობაა იყოს კაცის გვერდით და დაეხმაროს
მას ენერგიის ტრანსფორმირებაში, რათა ის გახდეს უფრო წარმატებული.
როგორც კი ეს ფორმულა ირღვევა იწყება ურთიერთობის ნგრევა. ამის
უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველა მიზეზს მივყავართ ერთ მთავარ
მიზეზამდე. რომელიმე პარტნიორი წყვეტს განვითარებას, შესაბამისად
მეორე ვითარდება და სინქრონიზაციაც ირღვევა. მიზეზები პირველ დონეზე
არის ეჭვიანობა, შიში, გრძნობა რომ ვერ იქნებით თანასწორები... ამისთვის
კი მიდიხარ სხვასთან და უმტკიცებ თავს, რომ ყველაფრის მიუხედავად
არასოდეს იქნები მარტო.

ღალატი არის შედეგი იმისა რომ ადამიანი სწორად არ ვითარდება. იმისათვის
რომ მოხვიდეთ სინქრონიზაციაში თქვენს ბიოველთან საჭიროა შეიყვაროთ
საკუთარი თავი და მერე პარტნიორი, ენდოთ საკუთარ თავს და ამით
ავტომატურად ენდოთ პარტნიორს, პატივი სცეთ პირველ რიგში თქვენს
თავს და მერე პარტნიორს, შეძლოთ აღიარება ჯერ საკუთარ თავთან და მერე
პარტნიორთან. ის რისიც გეშინიათ და გგონიათ რომ ვერ მოაგვარებთ
ჩათვალეთ დავალებად და არა პრობლემად. ყველაფერს დაარქვით სახელი
და რაც არ უნდა რთული პარტნიორი შეგხვდეთ თქვენ შეძლებთ
ურთიერთობის გასწორებას. ამასთან არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ეს
ყველაფერი გულწრფელად უნდა გინდოდეთ და არა იმიტომ რომ სხვის წესებს
ან მორალს მოერგოთ.










0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0