x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ელიზაბეტ II-ის საიდუმლო წერილი პრინცესა დიანას გარდაცვალებაზე, რომელიც ინტერნეტში ახლახანს გამოჩნდა
პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან ოცი წელია გასული, თუმცა მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად ვიგებთ სულ ახალ-ახალ ინფორმაციას მისი ცხოვრების შესახებ. ერთი შეხედვით ცხადია ყველასთვის, რომ ის თბილი, მშვიდი და კეთილი პრინცესა იყო, თუმცა ბოლო დროს აღმოჩენილი ვიდეო ჩანაწერებიდან ირკვევა, თუ როგორი არაორდინალური, გაბედული და მამაცი იყო, თუმცა გარემოებების ტყვე და მსხვერპლი.


image


როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისი გარდაცვალების შესახებ, მთელმა მსოფლიომ მიიღო შოკი, რადგან ყველასათვის საყვარელი ლედი-დის ასე ადრეულ ასაკში სიკვდილი ყოვლად წარმოუდგენელი იყო.


imageimageimageimage





ჟურნალისტები წერდნენ დედოფლის ელიზაბეტ II-ის გულგრილობაზე, რომ ის სულაც არ განიცდიდა ერის საყვარელი პრინცესას დაკარგვას და მისი შვილების, საკუთარი შვილიშვილების დაობლებას. თუმცა ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა წერილი, რომლის ადრესატი ჰენრიეტ აბელ სმიტია და მისმა უდიდებულესობამ ოდესღაც მიწერა, რომელიც აბსოლიტურად უარყოფს დედოფლის მიმართ აქამდე არსებულ ყველა ჭორს.


imageimage


"საშინელებაა ის, რაც მოხდა! პრინცესა დიანას გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის. მისმა სიკვდილმა საზოგადოებრივი რეაქცია მთელს მსოფლიოში გააერთიანა. უილიამი და ჰარი ძალიან მამაცები არიან, მათ გაბედულად დაკრძალეს ის და მე ვამაყობ მათით. პირველად ვწერ ჩემს ემოციებს მომხდარზე ამ წერილში, რადგან ჯერ კიდევ რთულია გავიაზო რა საშინელება მოხდა"- წერს წერილში დედოფალი ელიზაბეტი.


ამ საშინელი ამბიდან მალევე სამეფო ოჯახი იმყოფებოდა სტუმრად შოტლანდიაში ბალმორის ციხეში და დედოფალი რამდენიმე დღე საკუთარი ოთახიდან არ ჩამოდიოდა სტუმრებთან იმ მიზეზით, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, სინამდვილეში კი ჯერ კიდევ ვერ მოეშუშებინა დიანას არ ყოფნა.


დედოფალი ვერც სიტყვით გამოვიდა საჯაროდ პრინცესას გარდაცვალების ტაობაზე და სწორედ ამ მიზეზით გამოცხვა ჭორები, რომ ის მის სიკვდილში მონაწილეობდა.


image


როდესაც მან საბოლოოდ მოიკრიბა ძალები და სიტყვით გამოვიდა, ბევრმა ეს მლიქვნელობაში ჩაუთვალა: "ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი მთელი ქვეყნისთვის, ამას ვაღიარებ როგორც თქვენი დედოფალი და ობლების ბებია. დიანა იყო განსაკუთრებული ადამიანი, არასოდეს კარგავდა ოპტიმიზმს, ღიმილსა და განწყობას. მან შთააგონა ხალხს სიყვარული, სიკეთე და სითბო".


ბევრი წყარო ადასტურებს, რომ დედოფალი ძალიან განიცდიდა ამ საშინელ ფაქტს და მან ითავა შვილიშვილების აღზრდა.


image


რაც შეეხება მის ბრალდებებს, ის უსაფუძვლოა, ვფიქრობ, ის არის ძლიერი ქალბატონი და უბრალოდ სტრესითა და ემოციებით არ აჩვენა თავის ქვეყანას სისუსტე და მან შესანიშნავად გაართვა თავი ამ ამოცანას.



1
993
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
993
  
2017, 2 ნოემბერი, 9:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1