x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კლეოპატრა სიცოცხლეში და კინოში: როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ეგვიპტის დედოფალი

imageვივიენ ლი, ელიზაბეტ ტეილორი და მონიკა ბელუჩი კლეოპატრას როლში

imageკინომატოგრაფიაში კლეოპატრას როლს ყოველთვილ ლამაზ და ეფექტური გარეგნობის მსახიობები თამაშობენ. კლეოპატრას როლი სხვადასხვა დროს, ვივიენ ლიმ, სოფი ლორენმა, ელიზაბეტ ტეილორმა და მონიკა ბელუჩმა შეასრულეს – ყველაზე ლამაზმა მსახიობებმა მსოფლიოში. მაგრამ, ის რომ კლეოპატრა ლამაზი იყო, მხოლოდ მითია. მეცნიერებმ, წლების მანძილზე დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, ეგვიპტის დედოფლის სახის რეკონსტრუქცია მოახდინეს და შედეგი ნამდვილად რომ მოულოდნელი და განსაცვიფრებელი აღმოჩნდა.

კემბრიჯის უნუვერსიტეტის ეგვიპტოლოგი სალი ენ ეშტონი 1 წლის მანძილზე მუშაობდა კლეოპატრას სახის რეკონსტრუქციაზე და მან არა მარტო ძველი მასალები, უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებიც გამოიყენა, მათ შორის სამგანზომილებიანი მოდელირება და საბოლოო ჯამში მიიღო გამოსახულება, რომელიც ძალიან განსხვავდება კლეოპატრას გარეგნობასთან დაკავშირებულ, სტერეოტიპული წარმოდგენებისგან. imageimage

კლეოპატრას რეკონსტრუირებული სახე

image

imageმასობრივ ცნობიერებაში კლეოპატრას სილამაზის მითი დასავლეთის კინემატოგრაფების მიერ არის დანერგილი: ის ევროპეიდული რასის, ჰოლივუდელი ლამაზმანია. მაგრამ, მეცნიერების მიერ შექმნილ მოდელში, სახის როგორც ევროპული, ისე ეგვიპტური ნაკვთები გამოიკვეთა.imageimageimageძირითადი მასალები, რომლებიც მოდელირებისას გამოიყენეს, მონეტები იყო, კლეოპატრას პროფილით, დენდერის ტაძრის ბარელიეფის რეპროდუქციები, და მისი ნათესავების ქანდაკებების ანალიზი.imageimageimageძველი მონეტები და ქანდაკებები image«ის, სავარაუდოდ, ბოლომდე ევროპელი არ იყო, – განმარტავს სალი ენ ეშტონი. – ეს გასაკვირი არც არის, რადგან კლეოპატრას გამეფებამდე, მისი წინაპრები უკვე 300 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ ეგვიპტეში».

შემონახული გამოსახულებების მიხედვით, კლეოპატრას საკმაოდ დიდი ზომის ცხვირი, წვრილი ტუჩები და წვეტიანი ნიკაპი ჰქონდა. ბრიტანეთის ისტორიის მუზეუმის მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დედოფლის სხეული საკმაოდ კუნთოვანი და სრული იყო და 152 სმ სიმაღლის პირობებში, საკმაოდ არაპროპორციულად გამოიყურებოდა. მეცნიერეების აზრით, ასეთი გარეგნობა მისი გენეტიკით იყო განპირობებული: პტოლემეების მაკედონური დინასტიის წარმომადგენლების უმრავლესობას, სწორედ მსგავსი გარეგნობა ჰქონდათ.
ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქი კლეოპატრას შესახებ წერდა: «ამბობენ, რომ გარეგნობით დედოფალი დიდად არ გამოირჩეოდა... თუმცა, როდესაც საუბარს იწყებდა, შეუდარებელი იყო და თავისი ქარიზმით, ყველას ატყვევებდა
».

imageimageimage

სავარაუდოდ, კლეოპატრა სწორედ ასე გამოიყურებოდაimageკლეოპატრამ, არც თუ ისე ლამაზი გარეგნობის მიუხედავად, შეძლო და იულიუს კეისრის და მარკოს ანტონიუსის გული მოინადირა. ამბობდნენ, რომ ის წარმოუდგენლად სექსუალური და ჭკვიანი ქალი იყო და კაცის მოხიბვლის ხელოვნებასაც სრულყოფილად ფლობდა. გარდა ამისა, დედოფალი კარგად იყო განათლებული, იცოდა რამდენიმე უცხო ენა, შეეძლო საუბარი ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე და ომის წარმოების სტრატეგიაზეც კი. გარდა ამისა, პოლიტიკაშიც კარგად ერკვეოდა.imageP. S. რაც შეეხება მითს, მისი სილამაზის შესახებ, არსებობს მოსაზრება, რომ ის ოქტავიანე ავგუსტუსის წყალობით გაჩნდა, რომელსაც არ უნდოდა, კლეოპატრას ინტელექტუალური შესაცლებლობის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულიყო და ჭორი გაავრცელა, თითქოს კეისარზე და ანტონიუსზე ის გავლენას საკუთარი სილამაზით და ქალური მომხიბლაობით ახდენდა.

© Lemurov.net Источник: https://lemurov.net/art/zhizn-s-zhenoj-glazam-hudozhnika-yumorista/?utm_source=fb-lemurov-5&utm_medium=fb-lemurov-zhizn-s-zhenoj-glazam-hudozhnika-yumorista&utm_campaign=fb-lemurov-zhizn-s-zhenoj-glazam-hudozhnika-yumorista

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

მეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნეს

ყველაზე გავლენიანი მმართველი ქალები

საინტერესო ფაქტები პარფიუმერიის ისტორიიდან (კლეოპატრას ფაბრიკა)

ყველაზე უნიკალური ნიძლავები, მსოფლიო ისტორიის მანძილზე

image


2
1925
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1925
  
2017, 2 ნოემბერი, 13:20
ძალიან საინტერესოა ..
2017, 2 ნოემბერი, 10:32
არ მინდა ასეთი კლეოპატრა))))
0 1 2