x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
 რუსი გოგონა იმდენად ლამაზია და ისე ჰგავს ბარბის თოჯინას, რომ მშობლები სახლიდან არ უშვებენ

image რუსი გოგონა თავბრუდამხვევი გარეგნობის და ბარბის თოჯინასთან საოცარი მსგავსების გამო პრაქტიკულად სახლიდან ვერ გამოდის–მის მშობლებს ისე ეშინიათ მათ გოგოს რამე არ შეემთხვას, სახლიდან ეზოში მარტოს არასოდეს არ უშვებენ.
გოგონა უკვე პატარა არაა ასაკით, მაგრამ მიუხედავად ამისა თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული ჯერ ქუჩაში მარტო არ გაუვლია მშობლების დაჟინებული მოთხოვნის გამო. როცა უყურებ ამ გოგონას სახეში ეგრევე წარმოიდგენთ ბარბის ცნობილ თოჯინას, იმდენად დიდია მსგავსება გოგონასა და თოჯინას შორის.
ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ გოგონას სახეს და სხეულს არასოდეს არ შეხებია პლასტიკური ქირურგის ხელი–გოგონას ყველაფერი ნატურალური აქვს. მართალია ეს სილამაზე გოგონას დისკომფორტს უქმნის, რადგან მშობლების დაჟინებული მოთხოვნით მარტო ეზოშიც კი ვერ გადის და გოგონას ბუნებრივია მოსწყინდა "ოქროს გალიაში" ჯდომა, როგორც ის უწოდებს მუდმივად სახლში ყოფნას.
26 წლის ასაკის მიუხედავად გოგონა ჯერ კიდევ საჭიროებს ტანსაცმლის ჩაცმისას დედის დახმარებას, რადგან სამწუხაროდ ის ასე აღზარდეს, გოგონა არაა მიჩვეული იმ ყოველდღიურ საქმიანობას, რასაც მისი ასაკის სუსტი სქესის წარმომადგენლები აკეთებენ.
ანჟელიკა კენოვა ქუჩაში მარტო მოსეირნე ჯერ არავის უნახავს, მას ხედავენ მხოლოდ პირადი დაცვის თანხლებით და ეს დაცვაც რამდენიმე პირისაგან შედგება.
ძნელია გაიგო მშობლების ასეთი საქციელი, მართალია გოგონა ძალზე ლამაზია და წარმოუდგენლად ჰგავს ბარბის, მაგრამ მას არ გააჩნია პირადი ცხოვრება, 26 წლის ასაკშიც კი არ ჰყავს შეყვარებული, საქმრო ან მეგობარი მამაკაცი.
ანჟელიკას თქმით: "კოსმეტიკური ჩარევა ქალს ჭირდება მხოლოდ მაშინ, თუ მას აქვს გარეგნობაში სერიოზული დეფექტები".
მან ასევე განაცხადა: "მე ვიზრდებოდი და მშობლები მზრდიდნენ ისე როგორც პრინცესას, რამაც დათვური სამსახური გამიწია, მე პრაქტიკულად არაფერი არ ვიცი, არასოდეს მქონია ურთიერთობა ბიჭებთან თუნდაც უბრალო გასაუბრების დონეზეც კი, ამიტომაც მე არ გამოვდგები რეალურ ცხოვრებაში, როგორც ოჯახის დედა და დიასახლისი–მე ვარ როგორც ცოცხალი თოჯინა. როცა პატარა ვიყავი მშობლები მეძახდნენ ბარბს. ამის შედეგადაც მე უბრალოდ "დამაპროგრამეს" ასეთი ცხოვრებისათვის".
ანჟელიკას თქმით მას არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ქირურგისათვის, რადგან არასოდეს ჰქონია ამისი აუცილებლობა, რასაც ხედავენ ჩემს გარეგნობაში და ფორმებში ეს ყველაფერი ბუნებრივი და ნატურალურია. ბავშვობიდანვე ჩემთვის მოწყობილ სპორტულ დარბაზში მშობლები მაიძულებდნენ მევარჯიშა, რათა შემენარჩუნებინა სხეულის იდეალური ფორმა.
26 წლის ანჟელიკა ოცნებობს სახლის დატოვებაზე და თავისუფალ ცხოვრებაზე, როცა მას შეეძლება დაცვის და თვალთვალის გარეშე ქალაქში გადაადგილება.
"მე დიდხანს ვყავდი მშობლებს შუშის სასახლეში, საიდანაც გამოსვლა და თავისუფლებით დატკბობა ჩემი ოცნებაა"–განაცხადა ანჟელიკამ.

imageimage



5
788
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
788
  
2017, 3 ნოემბერი, 19:05
აამიტომაც უნდა სახლიდან ფაქცევა, "ოლიგარქის" შვილია...
2017, 3 ნოემბერი, 10:21
კარგი რაა. 26 წლის გოგოს კი უნდა გააჩნდეს თავისი აზრი და ცხოვრება:)
2017, 2 ნოემბერი, 10:40
ეს ფოტოები, ალბათ, დედიკოს და მამიკოს ჩუმად გადაიღო))))))))
2017, 1 ნოემბერი, 16:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5